შანაი ბრუკის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალს დღეს წარუდგენენ

ავსტრალიელი პედაგოგის მკვლელობაში ბრალდებულ რაფაელ მურსაკულოვი ბრალს დღეს წარუდგენენ. 33 წლის კაცი დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. ბრალის წარდგენის შემდეგ სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.

დროებითი დაკავების იზოლატორში წუხელ ის მისმა ადვოკატმა მოინახულა. უფლებადამცველი ამბობს, რომ შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე უცხოელ პედაგოგს არ იცნობდა და შესაბამისად, მასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს..

 

„მე შევხვდი უკვე ჩემ დაცვის ქვეშ მყოფს, მოვისმინე მისი პოზიციებიც. ოფიციალური ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ მისთვის, ბრალის წარუდგენენ. რაც შეეხება მის პოზიციას, იგი ამ ეტაპზე იყენებს დუმილის უფლებას. ასე რომ, კონკრეტულად მესამე პირები და სხვა პირები მონაწილეობენ თუ არა, ამაზე ვერაფერს მოგახსენებთ. საქმის მასალები ჯერ არ გადმომცემია. რაც შეეხება კითხვას იცნობდა თუ არა მას, ის აცხადებს, რომ არ იცნობდა, არანაირი შეხება ამ პიროვნებასთან არ ჰქონია. ბრალს არ აღიარებს, დუმილის უფლებას იყენებს. კონკრეტულად ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ. არ გავცნობივართ რა ფორმალური საფუძვლებია საქმეში და საერთოდ, რას გვედავებიან“, - განაცხადა ავდოკატმა.

 

შსს-მ ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე 8 სექტემბერს დააკავა.

 

ქალის ცხედარი 31 ივლისს, მთაწმინდის ფერდობზე იპოვეს. ავსტრალიის მოქალაქე სათვალთვალო კამერებმა ბოლოს 30 ივლისს, დაახლოებით, 15:30 საათზე, ვერაზე, საცხოვრებელ სახლთან დააფიქსირეს. დაკარგულის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როდესაც წინა საღამოს, შანაი ბრუკს ბოლოს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს, ტურისტს მოულოდნელად თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა.

 

ქალს საგანგებო სიტუაციების სამსახურის 100-მდე მეხანძრე-მაშველი და ათობით უცხოელი და ქართველი მოხალისე ეძებდა. 31 ივლისს შანაი ბრუკის ცხედარი მთაწმინდაზე იპოვეს. თავდაპირველად, საპოლიციო უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ახლა კი საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

წაკითხვა 298 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.