May 10, 2024

14 წლამდე გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებული მამინაცვალი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ მამაკაცი, რომელიც გერის არაერთგზის გაუპატიურებისთვის იყო ბრალდებული, დამნაშავედ ცნო.

მას 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

 

სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლის მიხედვით დადასტურდა, რომ 2017 წლიდან 2020 წლამდე, ბრალდებული 14 წელს მიუღწეველ გერთან სისტემატურად, ძალადობით სქესობრივ კავშირს ამყარებდა.

 

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 11’ 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და 126’ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობდა. 

წაკითხვა 451 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.