May 10, 2024

სააკაშვილი პირბადეს არ ატარებდა, მაგიდაზე ასული ეკონტაქტებოდა ადვოკატებს - პენიტენციური სამსახური

პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც ხსნის შუშის დამცავი ბარიერის განახლების საკითხს იმ ოთახში, სადაც მიხეილ სააკაშვილი ადვოკატებს ხვდება.

მიხეილ სააკაშვილმა და მისმა უფლებდამცველებმა 27 ოქტომბერს თქვეს, რომ მათ შეუზღუდეს კომუნიკაცია ოთახში აღმართული ბარიერის გამო. პენიტენციური სამსახური ამბობს, რომ შუშის ბარიერი განახლდა იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები პერმანენტულად არღვევდნენ დადგენილ რეგულაციებს, არ წარადგენდნენ PCR ტესტის შედეგებს, მსჯავრდებული კი შეხვედრებისას არ იყენებს პირბადეს.

 

"ბრალდებული/მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები პერმანენტულად არღვევდნენ დაწესებულების დადგენილ რეგულაციებს, კერძოდ, მაგიდაზე ასვლის გზით შუშის დამცავი ბარიერის ზემოდან უშუალო კონტაქტი და მიხეილ სააკაშვილის მიერ ინდივიდუალური დაცვის საშუალების (პირბადე) გამოყენებაზე უარის თქმა ზრდიდა ვირუსის გავრცელების ალბათობას. ასევე არსებობდა შუშის ბარიერის დაზიანების საშიშროება, რასაც შესაძლოა რომელიმე პირის დაზიანება მოჰყოლოდა, რის გამოც შეხვედრების ოთახში მინის ბარიერი განახლდა“, - აცხადებენ უწყებაში და აღნიშნავენ, რომ დოკუმენტაციის ადვოკატისთვის გადაცემის პრობლემა მიხეილ სააკაშვილს არასოდეს ჰქონია და დაწესებულების ადმინისტრაციის დახმარებით დღესაც შეუძლია შეუფერხებლად ისარგებლოს აღნიშნული უფლებით.

 

პენიტენციური სამსახური ხაზს უსვამს, რომ მიხეილ სააკაშვილი სარგებლობს ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ყველა უფლებით, მათ შორის, პატიმრობის კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული იურიდიული დახმარების უფლებით.

 

„დღეის მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილთან 104 ვიზიტი განხორციელდა, მათგან 57-ჯერ შეხვდა ადვოკატებს. მათ შორის, შეხვედრა ერთ-ერთ ადვოკატთან დღესაც შედგა“, - ვკითხულობთ განცხადებაში. დღეს სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ მისმა ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა თქვა, რომ სააკაშვილს უჭირს გადაადგილება და ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უკვე აღარავის აღარ აქვს იმის გამო, რომ ის უარს აცხადებს ყველანაირ სამეციდინო დახმარებასა და პროცედურებზე, მათ შორის, ანალიზებზეც.

 

„აღსანიშნავია, რომ ადვოკატისთვის ცნობილია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისინი მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირებთან პირისპირ შეხვედრას მხოლოდ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PC ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში შეძლებენ, რაც ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის არცერთი ადვოკატის მიერ არ მომხდარა“, - აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

წაკითხვა 319 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 28 2021

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.