"ბინძურო მატყუარა" - მიხეილ სააკაშვილი პროკურორს

ბინძურო მატყუარა, - ამ სიტყვებით საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქმის პროკურორს არჩილ ტყეშელაშვილს მიმართა.

ეს სიტყვები ყოფილმა პრეზიდენტმა პროკურორს მას შემდეგ უთხრა, რაც ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილის ლოზუნგი იყო „მეტი დაკავებული, მეტი პრემია".

 

ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის რეპლიკის შემდეგ მოსამართლემ სააკაშვილს „მეტი პატივისცემისკენ" მოუწოდა.

 

სასამართლო პროცესი, რომელიც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ეხება, რამდენიმე წუთია, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

 

ადვოკატების საქმის ორი პროკურორის - გიორგი მუჯირისა და არჩილ ტყეშელაშვილის აცილებას ითხოვენ.

წაკითხვა 389 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.