April 26, 2024

ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე შვილთან ერთად მივიდა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს შვილთან ერთად მოვედი, რადგან როდესაც ჩემი 2 თვის შვილი გაიზრდება, არ მინდა სასამართლო სისტემა კვლავ მიხეილ ჩინჩალაძის კლანის ხელში აღმოჩნდეს,- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

 

მისი თქმით, საქართველოს სასამართლო სისტემას სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მიხეილ ჩინჩალაძის ე.წ. კლანი მართავს. მისივე თქმით, არსებობს იმის საშიშროება, რომ აღნიშნული კლანის ხელში უვადოდ აღმოჩნდეს სასამართლოს მართვის სადავეები.

„ჩვენ, ვიცით, რომ გვრიტიშვილები, ნადარაიები და სხვები უვადოდ არიან დანიშნულები, ანუ 65 წლის ასაკამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც ჩემი შვილი გაიზრდება და 25 წლის გახდება, სასამართლო სისტემა კვლავ ამ კლანის ხელში იქნება. რომ წარმოიდგინოთ, 90-იან წლებში რამდენად კორუმპირებული იყო სასამართლო და მას დღესაც იგივე ხალხი რომ მართავდეს, ნათლად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რა მოხდება 25 წლის შემდეგაც. დღეს აქ, ჩემ შვილთან ერთად იმიტომ მოვედი, რომ დღის წესრიგში შეტანილია საკითხი, რომელიც ეხება უზენაესი სასამართლოს წევრების არჩევას. საბჭოს წევრები, შესაძლოა, ცდილობენ, რომ თავიანთი თანამდებობები გაიმყარონ, შესაძლოა, პოზიციების გამყარებას უზენაეს სასამართლოშიც ცდილობენ, მაგრამ მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ ჩვენ შვილებზე. მე, ნამდვილად არ მინდა, ჩემი შვილი ცხოვრობდეს იმ ქვეყანაში, სადაც 25 წლის შემდეგაც მათ თაობას მიხეილ ჩინჩალაძის კლანთან ბრძოლა მოუწევს.

ეს არის რეალობა. ისინი უკვე უვადოდ დანიშნული მოსამართლეები არიან და დღეს ცდილობენ, უფრო მეტად გაიმყარონ ძალაუფლება. უზენაესი სასამართლო, რომელიც ჩვენი მოქალაქეების ბოლო იმედია, შესაძლოა, ჩინჩალაძის კლანის ხელში უვადოდ აღმოჩნდეს",- განმარტა ნაზი ჯანეზაშვილმა.

წაკითხვა 933 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.