May 16, 2024

"ჩემი ქმარი მოკლა, მეც ვკვდები, მოგვხედეთო... " - თელავის სოფელ კონდოლში მომხდარი მკვლელობის დეტალები

თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კონ­დოლ­ში ცოლ-ქმა­რი მოკ­ლეს. შემ­თხვე­ვა სოფ­ლი­დან მო­შო­რე­ბით, რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე ფერ­მა­ში მოხ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია პირი, რო­მე­ლიც მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მწყემ­სად მუ­შა­ობ­და.

 

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გვი­ან ღა­მემ­დე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

 

რო­გორც და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლას მი­სულ­მა, გარ­დაც­ვლი­ლი ცოლ-ქმრის ნა­თე­სავ­მა გივი ჩიდ­რაშ­ვილ­მა გვი­თხრა, მოკ­ლუ­ლე­ბი არი­ან: გია ჯი­ბი­აშ­ვი­ლი და მისი მე­უღ­ლე მაკა ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

 

გივი ჩიდ­რაშ­ვი­ლი:

 

"ჩემ­მა ცო­ლის­დამ და­მი­რე­კა თბი­ლი­სი­დან, - ამ­ბო­ბენ, რომ მკვლე­ლო­ბა მოხ­და და რა ხდე­ბაო. მე არა­ფე­რი ვი­ცო­დი, გა­მო­ვი­ქე­ცი მან­ქა­ნით, აქ მხო­ლოდ ყა­რა­უ­ლი დამ­ხვდა. ცხედ­რე­ბი გა­და­ეს­ვე­ნე­ბი­ნათ. რო­გორც ეს ყა­რა­უ­ლი მოყ­ვა, ის მწყემ­სი, რო­მე­ლიც მკვლე­ლო­ბა­შია ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი, სა­გა­რე­ჯო­დან ჩა­მო­სუ­ლა სა­მუ­შა­ოდ და ნა­ცი­ხა­რი ყო­ფი­ლა... ამ­ბო­ბენ, მა­ნამ­დე ისე­თი არა­ფე­რი შეგ­ვი­ტყვია, ნორ­მა­ლუ­რად იქ­ცე­ო­დაო. ბოლო 3-4 თვე უმუ­შა­ვი­ათ ერ­თად. ცოლ-ქმა­რი მუ­შა­ობ­და ხოხ­ბე­ბის ფერ­მა­ში, დღე და ღამე იქ იყ­ვნენ. ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლიც აქ მუ­შა­ობ­და, თხე­ბიც ჰყავთ და ეტყო­ბა იმას მწყემ­სავ­და. ჯერ ქმა­რი მო­უკ­ლავს თო­ფით და მერე ცოლი. ნას­რო­ლი ტყვია კე­დელ­საც აქვს მოხ­ვედ­რი­ლი, აგერ ნა­ტყვი­ა­რი ეტყო­ბა. ამ­ბო­ბენ, რომ ფული აი­ღეს ცოლ-ქმარ­მა და იმის გა­მო­ძალ­ვას ცდი­ლობ­და. რო­გორც ჩანს, ამან თოფი რომ გად­მო­ი­ტა­ნა, ეს ჩემი ნა­თე­სა­ვი გა­იქ­ცა გა­რეთ და უკ­ნი­დან ეს­რო­ლა, გა­რეთ ნა­ხეს მკვდა­რი. თავ­ში აქვს მოხ­ვედ­რი­ლიო, მობ­რუ­ნე­ბუ­ლა და ახლა ცო­ლის­თვი­საც უს­ვრია. ბავ­შვი აუყ­ვა­ნია მე­ო­რე სარ­თულ­ზე და და­უ­ბია. უფ­როს­თან მო­უს­წრია ცოლს გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე და­რეკ­ვა, უთ­ქვამს, - ჩემი ქმა­რი მოკ­ლა, მეც ვკვდე­ბი, მოგ­ვხე­დე­თო... მერე უფ­როსს და­უ­რე­კია მე­ო­რე ყა­რა­უ­ლის­თვის, იმან არა­ფე­რი იცო­და, შინ იყო, გად­მო­სუ­ლა და უნა­ხავს ეს ამ­ბა­ვი. ის გაქ­ცე­უ­ლია. და­კა­ვე­ბუ­ლი არ არის ჯერ, ეძე­ბენ. თუ არ ვცდე­ბა მოკ­ლუ­ლი გოგო 42, ქმა­რი კი 43 წლის იქ­ნე­ბო­და.."

 

წყარო

წაკითხვა 338 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.