"ევროპის მოტაცება ვერ შედგა, ვერ შედგა პუტინი, როგორც ზევსი"

სრულიად გასაგები გახდა, რომ ევროპის მოტაცება ვერ შედგა, პუტინი დამარცხდა -ვერ შედგა პუტინი, როგორც ზევსი, ის უკვე ცუდი ბიჭი არ არის, „ჩმორია“, - ამის შესახებ „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ სასამართლო სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც გვარამია განმარტავს, პუტინი იყო ცუდი ბიჭი ხუთოსნებს შორის.

 

„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, რომ პრაქტიკულად სრულიად გასაგები გახდა, რომ ევროპის მოტაცება ვერ შედგა, პუტინი დამარცხდა რასაც ვულოცავ ჩემს თავს, მთელ საქართველოს და ჩემ შვილებს. დროის საკითხია, რომ მომავალ წელს ამ დროს უკრაინა გაეროს მიერ აღაირებულ ფარგლებში იქნება ყირიმის გამოკლებით. სრულიად აღმაფრთხოვანებელია ზელენსკის განცხადებები, არცერთი შეცდომა ამ ქვეყანას და მის პრეზიდენტს არ დაუშვია.

 

ევროპის მოტაცება ვერ შედგა, ვერ შედგა პუტინი, როგორც ზევსი. ეს კაცი აღარ არსებობს იმ ძალმოსილებით, როგორითაც არსებობდა ათეულობით წლები. პუტინი იყო ცუდი ბიჭი ხუთოსნებს შორის, იცით, რომ ხუთოსნებს შორის ცუდი ბიჭები ყოველთვის უფრო ძლევამოსილად გამოყურებიან. ახლა ის გადავიდა ცუდი ბიჭების ლიგაში და ის უკვე ცუდი ბიჭი არ არის, „ჩმორია“,- აღნიშნავს ნიკა გვარამია.

წაკითხვა 267 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.