მძევლების განცხადებით “საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი ჯერჯერობით არავის ათავისუფლებს და არც არავის ჩაანაცვლებს

ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმის შესახებ სოციალურ ქსელში მორიგი ვიდეო ვრცელდება, სადაც ჩანს, რომ სამართალდამცველები მძევლების ჩანაცვლებას სთავაზობენ, მაგრამ თავდამსხმელი უარზეა.

მძევლები აცხადებენ, რომ თავდამსხმელი არც მათ გათავისუფლებას აპირებს და არც ვინმეს ჩანაცვლებას. ასევე, ვიდეოში ერთ-ერთი მძევალი აცხადებს, რომ უმოკლეს ვადაში მოხდესთავდამსხმელისთვის ფულის მიწოდება. მათი თქმით, თავდამსხმელი თანხის სანაცვლოდ მზად არის, რომ ისინი გაუშვას.

 

„არავის ანაცვლებს, არც არავის უშვებს და არაც არავის შემოუშვებს. ტყუილად ელაპარაკებით, არ ჩაანაცვლებს არავის“,-აცხადებს ერთ-ერთი მძევალი ვიდეოში.

 

ამასთან, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოში პოლიცია სიმშვიდისკენ მოუწოდებს მძევალს, რომელიც ტირის.

 

„ქალბატონო, ძალიან ბევრს ნერვიულობთ და დაწყნარდით მეთქი. ეს ქალბატონი გააჩერეთ“, - მიმართავს თავდამსხმელი მძევალს, რომელიც ტირის.

 

ცნობისთვის, შეირაღებული პირი ბანკში დაახლოებით 4 საათის წინ შეიჭრა. თავდამსხმელი რუსულ დროშას, ანკესს, ვერტმფრენს და 2 მილიონ დოლარს მოითხოვს. მის მიერ წაყენებული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირი სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობით არის შეიარაღებული და იმუქრება, რომ თუ მისი მოთხოვნები არ შესრულდება, სახიფათო იქნება. ბანკთან მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები.

წაკითხვა 208 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.