"ძალიან გახარებული ვარ იმ ფაქტით, რომ დადგა სამართლიანი გადაწყვეტილება" - ნიკოლოზ ბასილაშვილი

მე ველოდი სამართლიან გადაწყვეტილებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, ამიტომ ძალიან გახარებული ვარ იმ ფაქტით, რომ დადგა სამართლიანი გადაწყვეტილება, – ამის შესახებ ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ნიკოლოზ ბასილაშვილმა აღნიშნა, საჯაროდ არ სურს ნეგატიური საუბარი.

 

„ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა, დავიწყო შვილთან ურთიერთობების თავიდან აღდგენა, გაციებული ურთიერთობების გამოსწორება და პირველ რიგში ჩემი ნაბიჯი იქნება ეს. მე, როგორც თავიდან, საქმის დაწყებიდან აღვნიშნე, არ მინდა, საჯაროდ რაღაც ნეგატიური განცხადებების გაკეთება. ყველა შემთხვევაში ის არის ლუკასის დედა, ამიტომ ჩემთვის ბავშვი არის აბსოლუტურად მთავარი. არ მინდა, ჩემს პირადზე ვისაუბრო, ცოტა გადავხარშავდავლაგდები და განვიხილავ.

 

მე ველოდი სამართლიან გადაწყვეტილებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ძალიან გახარებული ვარ იმ ფაქტით, რომ დადგა სამართლიანი გადაწყვეტილება. ვნერვიულობდი, ზოგადად, ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე მე ჩემს ცხოვრებაში. მით უმეტეს, ჩემი ხმა სატელევიზიო სივრცეში ძალიან არასწორად იყო გაშვებული, ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე. ეს შინაარსი არ ემსახურებოდა სიმართლეს, ამიტომ თვითონ ეს მომენტი, ამდენი ცრუ ბრალდება ჩემთვის ძალიან რთული ასატანი იყო. ძალიან მიხარია, რომ ეს ყველაფერი დამთავრდა. ჩემთვის ახლა მთავარი არის ბავშვთან ურთიერთობის აღდგენა და შემდეგ პროფესიონალური კარიერის გაგრძელება", - განაცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ყოფილ ცოლზე ძალადობაში ბრალდებული საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი გაამართლა. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

წაკითხვა 246 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 21 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.