May 16, 2024

"სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია, ეს ვიზუალურადაც ეტყობა, მკვეთრად არის დაკლებული წონაში"

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ მოინახულა.

როგორც კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ვიზუალურადაც ეტყობა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია.

 

მისივე განცხადებით, როგორც ექიმებისგან აქვს ინფორმაცია, სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესებულია.

 

„ვნახე მიხეილ სააკაშვილი, პირადად ვესაუბრე, ასევე შევხდი მის მკურნალ ექიმს და ადვოკატს. მიხეილ საკაშვილს დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ვესაუბრე, უფრო დიდხანს უჭირს, არ შეუძლია საუბარი. არ ვარ ექიმი, მაგრამ მახსოვს, როგორი იყო შარშან, იანვარში ჰოსპიტალში და ვიზუალურად განსხვავება ძალიან თვალში საცემია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია, ვიზუალურადაც ეტყობა. მკვეთრად არის დაკლებული წონაში. პრაქტიკულად, მუდმივად წევს, როგორც ექიმებმაც დამიდასტურეს, ფეხზე არ დგება, არ დადის.

 

ექიმი ამბობს, რომ, განსაკუთრებით, ოქტომბრის დასაწყისიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის უკუსვლაა. ექიმი ამას უკავშირებს შემთხვევას, როდესაც პროკურორი და მოსამართლე შევიდნენ მის საკანში. მას შემდეგ სააკაშვილს ემოციურ ფონზე მეტად დაუმძიმდა მდგომარეობა, ცოტას ჭამს, არასაკმარისად იკვებება.

 

ასევე, ვიცი, რომ ნევროლოგსაც აქვს უკვე ბოლო დასკვნა გაკეთებული, რომელიც საუბრობს ნევროლოგიური მდგომარეობის გაუარესებაზე და დინამიკაში უკუსვლაზე. „ვივამედის“ ექიმები ამბობენ, რომ ის არ არის ჯანმრთელი“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

წაკითხვა 251 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.