თბილისში სასულიერო პირი დაჭრეს

თბილისში სასულიერო პირი დაჭრეს. შემთხვევა დღეს დილით, ნუცუბიძის მე-4 მიკრო რაიონში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, სასულიერო პირს ერთი ადამიანი ეკლესიასთან დახვდა და დაზიანებები მიაყენა.

 

სასულიერო პირი მიყენებული ჭრილობების გამო კლინიკაში გადაიყვანეს.

 

დამნაშავე პოლიციას სავარაუდოდ, იდენტიფიცირებული ჰყავს.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

წაკითხვა 243 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.