"პრეზიდენტი არავის ტყვე არ არის, მათ შორის ვერც საქართველოს მთავრობის ტყვე იქნება" - მაია კოპალეიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი არავის ტყვე არ არის, მათ შორის ვერც საქართველოს მთავრობის ტყვე იქნება, რომ ჩაიკეტოს საქართველოს საზღვრების ფარგლებში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, სადაც სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას განიხილავენ.

 

მაია კოპალეიშვილის თქმით, პრეზიდენტს საკუთარი სტატუსის ფარგლებში, 49-ე მუხლის მესამე პუნქტი ანიჭებს უფლებამოსილებას, წარადგინოს საქართველო საგარეო ურთიერთობებში და მისივე თქმით, პრეზიდენტს ამ უფლებამოსილებას ვერავინ წაართმევს.

 

„საქართველოს პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფოს მეთაური, უფლებამოსილია, საგარეო ურთიერთობებში მონაწილეობდეს თავისი სტატუსით. საქართველოს პრეზიდენტი არავის ტყვე არ არის, მათ შორის ვერ იქნება ვერც საქართველოს მთავრობის ტყვე, რომ ის ჩაიკეტოს საქართველოს საზღვრების ფარგლებში, მან ვერ მოახერხოს საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე საზღვრების დატოვება, თუნდაც შეხვდეს კოლეგა პრეზიდენტებს და გარკვეული მოსაზრებები გაცვალოს ამა თუ იმ საკითხზე. ეს უკავშირდება არა 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნორმატიულ შინაარსს და უკავშირდება არა მოლაპარაკებებს, ან წარმომადგენლობას მთავრობის ნებართვით, არამედ საკუთარი სტატუსის ფარგლებში მას 49-ე მუხლის მესამე პუნქტი ანიჭებს უფლებამოსილებას, წარმოადგინოს საქართველო საგარეო ურთიერთობებში და პრეზიდენტს ამ უფლებამოსილებას ვერავინ წაართმევს.

 

ამ კონკრეტულ სამ შემთხვევაში, რომელიც მოყვანილია წარდგინებაში, პრეზიდენტი ნამდვილად მოქმედებდა 49-ე მუხლის ფარგლებში. მისი მოქმედება არ შეიძლება, მივიჩნიოთ 52-ე მუხლის ფარგლებში. ამიტომ ეს არ იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება, სადაც მას დასჭირდებოდა მთავრობის თანხმობა.

მესმის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დგას იმ საჭიროების წინაშე, რომ 49-ე მუხლის მესამე და 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი აუცილებლად უნდა გამიჯნოს ერთმანეთისგან“, – განაცხადა კოპალეიშვილმა.

 
წაკითხვა 511 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 03 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.