აშშ-ში ქუთაისელი „კანონიერი ქურდი“ და მისი დაჯგუფების წევრები დააკავეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში ფულის გამოძალვის ბრალდებით ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს. ინფორმაციას ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურატურა ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, დაკავებულები არიან ე.წ. კანონიერი ქურდი ვაჟა გაბადაძე, იგივე „ნათან იუსუპოვი“, კახა კაცაძე, თეიმურაზ თავბერიძე იგივე „თავა“, დავით ტიკარაძე.

ნიუ-იორკის პროკურატურის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში დაკონკრეტებულია, რომ 14 ნოემბერს დაკავებული 4 პირი ქუთაისიდან არიან.

საბრალდებო დასკვნის თანახმად, გაბადაძე და მისი თანამოაზრეები მსხვერპლისთვის ფულის გამოძალვას, ფიზიკური ძალადობის მუქარით ცდილობდნენ, დანაშაული კი 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის აგვისტოს პერიოდში მოხდა.

პროკურატურა აღნიშნავს, რომ 41 წლის გაბადაძეს, 45 წლის კაცაძეს, 54 წლის თავბერიძეს და 53 წლის ტიკარაძეს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

წაკითხვა 191 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.