April 26, 2024

ცივი იარაღის გაყიდვისას, შსს-სთვის მყიდველის შესახებ ინფორმაციის წარდგენა სავალდებულო გახდება

ცივი იარაღის გაყიდვის ლიცენზიის მქონე იურიდიულ პირებს ან ინდმეწარმეებს მყიდველის შესახებ ინფორმაციის ელექტრონულად აღრიცხვადა საინფორმაციოში ბაზაში განსათავსებლად შს-სთვის წარდგენა დაევალება.

ამის შესახებ შსს-ს მიერ მომზადებულ კანონპროექტშია საუბარი, რომლითაც ცივი იარაღის რეალიზაცია ლიცენზირებადი ხდება და უკანონო რეალიზაციაზე სანქციები მკაცრდება. საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, ცივი იარაღის ვაჭრობის უფლება ექნება იურიდიულ პირს და ინდივიდუალურ მეწარმეს, შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე. ლიცენზიის მქონე პირი ვალდებული იქნება უზრუნველყოს შეძენილი და რეალიზებული ცივი იარაღის აღრიცხვა, ასევე სააღრიცხვო დოკუმენტაციის შენახვა შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

 

ცივი იარაღის რეალიზაცია უნდა განხორციელდეს ნასამართლობის არმქონე სრულწლოვან პირზე. ამასთან ლიცენზიის მქონე პირი ვალდებული იქნება ცივი იარაღის მყიდველის შესახებ ინფორმაცია აღრიცხოს ელექტრონულად და საინფორმაციო ბაზაში განსათავსებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს წარუდგინოს.

 

გარდა ამისა, ლიცენზიის მქონე პირმა სავაჭრო ობიექტში, თვალსაჩინო ადგილას უნდა განათავსოს არასრულწლოვანისთვის ცივი იარაღის მიყიდვის ამკრძალავი საინფორმაციო ბანერი.

 

საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს უკვე წარედგინა განსახილველად. ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადად 2019 წლის 1 აგვისტოა განსაზღვრული.

წაკითხვა 686 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.