May 13, 2024

ბათუმში სპეცოპერაციის დროს უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს

ბათუმში, ახალგაზრდობის გამზირზე სპეცოპერაცია სამ საათზე მეტია მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, საქმე ნარკოდანაშაულს ეხება.

 

როგორც ცნობილია, დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე. ისინი თავს საცხოვრებელ კორპუსს აფარებდნენ.

 

 

ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები და მობილიზებულია სპეცრაზმი. მიმდინარეობს დაკავებულების საცხოვრებელი სახლისა და კუთვნილი ავტომობილის ჩხრეკა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. საქმის სხვა დეტალებზე უწყებაში არ საუბრობენ.

წაკითხვა 478 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 26 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.