May 12, 2024

სოფელ ყანდაურაში ოჯახის წევრის მკვლელობისთვის დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სოფელ ყანდაურაში, დედის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა.
 
პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული ნ.გ. მიმდინარე წლის 25 აპრილს დააკავა.
 
 
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა ოჯახის სხვა წევრებს - 1965 წელს დაბადებულ დ.გ.-ს, 1982 წელს დაბადებულ შ.გ.-ს, ასევე, მეზობლებს - 1975 წელს დაბადებულ ლ.ს.-ს და 1950 წელს დაბადებულ მ.მ.-ს, რომლებიც ადგილზე გარდაიცვალნენ.
 
 
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
 
პოლიციამ ნივთმტკიცებებად ამოიღო დანაშაულის ჩადენის იარაღები.
 
 
გამოძიება მიმდინარეობს დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის და ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილებით.
წაკითხვა 444 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 01 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.