May 14, 2024

ღვინოები კავკასიიდან: საქართველო - მევენახეობა-მეღვინეობის აკვანი

შვეიცარიის ყოველდღიურ გერმანულენოვან გაზეთის „ნოიე ციურჰერ ცაიტუნგ“-ის («Neue Zürcher Zeitung») 13 ივნისის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „ღვინოები კავკასიიდან: საქართველო - მევენახეობა-მეღვინეობის აკვანი“ (ავტორი - პიტერ კელერი).

 

„საქართველოში ღვინის დამზადების კულტურა თითქმის 8 ათას წელს ითვლის. აქაურ მოსახლეობას, წინაპრების ტრადიციების მიხედვით, ღვინის დაყენების თავისებური წესები აქვთ.“, - წერს ავტორი და იმოწმებს ქვევრებს - „თიხის დიდ ამფორებს“, რომლებშიც ჩასხმული ყურძნის თეთრი და წითელი წვენი ფერმენტაციას განიცდის და ღვინოდ იქცევა. „ქვევრების წარმოებას საქართველოში უძველესი დროიდანვე მისდევენ და ეს ხელობა დღემდე შენარჩუნებულია. ამას არქეოლოგიური გათხრებიც ამტკიცებს“, - ნათქვამია სტატიაში.

 

„ქართული ღვინოები შვეიცარიაში პრაქტიკულად ჯერ კიდევ არ არიან კარგად ცნობილი. ისინი საკმაოდ განსხვავდებიან ევროპის ქვეყნების ღვინოებისგან. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ვაზის სხვადასხვა ავტოხთონური ჯიშები ხარობს: სულ კავკასიის ამ ქვეყნაში ვაზის 500-მდე ჯიშია ცნობილი, მათ შორის ცნობილი „საფერავი“ - იტალიური „სანჯოვეზეს“ მსგავსი“, - აღნიშნავს ავტორი.

 

სტატიაში დახასიათებულია ქართული ღვინის ორი სახეობა - „ქვევრის საფერავი“ 2027 წლის მოსავლიდან და „ქვევრის ხიხვი“ – 2018 წლის მოსავლიდან. მითითებულია ისიც, რომ ამ ღვინოებს ქართული სამზარეულოს აზიური წარმოშობის კერძები მოუხდება მისაყოლებლად.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://bellevue.nzz.ch/kochen-geniessen/georgien-jahrtausende-alte-weintradition-ld.1560553

წაკითხვა 621 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.