May 13, 2024

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის მიმართ შესაძლო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ პირზე შესაძლო ძალადობის გამო გამოძიება დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას  უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

 

უწყებაში აღნიშნავენ, რომ საქმეზე გამოძიება ორი მუხლით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა (სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი) და ჩვენების დროს ძალადობის (335-ე მუხლი) მუხლებით დაიწყო. ამ მუხლებით ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე პატიმრობით ისჯება.

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, რომ თუ დადასტურდება რაიმე სახის გადაცდომა ან იძულების ფაქტი სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან, სამართლებრივად იმოქმედებენ.

 

"მე როგორც ვიცი, ეს განცხადება შეიცავს შემდეგ შინაარსს, რომ ფიზიკური ძალადობა და ანგარიშსწორება განხორციელდა საგამოძიებო მოქმედების დროს. ეჭვს აჩენს აღნიშნული განცხადება იმ კუთხით, რომ თუ საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას და მას შემდეგ განხორციელდა რაიმე სახის იძულება ან ძალადობა, რატომ გაკეთდა აღნიშნული განცხადება საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდგომ და ეს განცხადება გაკეთდა ამ ადამიანის დაკავების შემდეგ", - თქვა მან და იქვე განმარტა, რომ თუ ძალადობის ფაქტი არ დადასტურდა, ეს გამოვა ცრუ დასმენა.

 

დღეს, 26 ივნისს, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. დაკავებულები ადვოკატებმა უკვე მოინახულეს. ერთ-ერთმა, გიორგი გელხაურმა, დიღმის პოლიციის სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანზე პოლიციამ ჩვენების მიცემის დროს იძალადა. მისივე განმარტებით, ძალადობას ესწრებოდა მშობელიც.

 

19 წლის გიორგი შაქარაშვილი, რომელიც მცხეთაში, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, 19 ივნისს გაუჩინარდა. 4 დღის შემდეგ მაშველებმა მისი ცხედარი მდინარე არაგვში აღმოაჩინეს.

წაკითხვა 1315 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.