"ტერიტორია, სადაც შაქარაშვილის საქმის მთავარი მოწმე იმალებოდა, დამწვარია" - ადვოკატი გიორგი გელხაური

ტერიტორია, სადაც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, გურამ ამირხანაშვილი იმალებოდა, საქმის ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის, გიორგი გელხაურის თქმით, დამწვარია.

მისი განცხადებით, ტერიტორია მან 5 ივლისს დაათვალიერა.

 

„ფერადი ჯიხურის გვერდით, ის ტერიტორია, სადაც, სავარაუდოდ, გურამ ამირხანაშვილი იმალებოდა, არის დამწვარი. ეს შემთხვევით მოხდა თუ განზრახ, არ ვიცი. საუბარია იმაზე, რომ იმ ტერიტორიებზე იმალებოდა ამირხანაშვილი. იქ შეიძლებოდა ყოფილიყო დნმ-ს კვალი და ა.შ. დღეს ეს ადგილი დამწვარია. ფაქტია, რომ ეს კიდევ უფრო მეტ ბუნდოვანებას სძენს ამ საქმეს“ - განაცხადა გელხაურმა. 

 

გიორგი გელხაურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს კიდევ ერთი ბრალდებულის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატი, გიორგი ფოფხაძე. მისი სიტყვებით, 4 ივლისს, დილით, როდესაც ის თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მიემგზავრებოდა, სწორედ იმ ტერიტორიაზე, სადაც, სავარაუდოდ, გურამ ამირხანაშვილი ემალებოდა მდევრებს, ხანძარი შენიშნა:

 

„მანქანაც გავაჩერე. უკვე მოქალაქე იძახებდა სახანძროს. ჩემი თვალით ვნახე, რომ იწვოდა. თუმცა, დაიწვა თუ რა მოხდა, აღარ ვიცი, რადგან წუხელ გვიან, საპირისპირო მხარეს გამოვიარე და აღარ დამინახავს, საბოლოოდ რა მოხდა“ - აღნიშნა  ფოფხაძემ. 

წაკითხვა 383 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 07 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.