დაზიანებები გიორგი შაქარაშვილის სხეულზე - უმძიმესი ფოტომასალა

გიორგი შაქარაშვილის ცხედრის უმძიმესი ფოტომასალა, რომელიც გუშინ გავრცელდა.

"მთავარი" არხი ფოტოებს მხოლოდ ნაწილობრივ ასაჯაროებს.  ( იხილეთ ვიდეო ბმულზე) როგორც კადრებში ჩანს, 19 წლის ფეხბურთელს დაზიანებები სახის და ხელის არეში აღენიშნება. უფრო კონკრეტულად კი აქვს მარჯვენა ხელის კიდურის მოტეხილობა, ნახეთქი ჭრილობა, ქვედა ტუჩის და საფეთქლის მიდამოებში.

 

ცხედრის ფოტოების გავრცელების შემდეგ ასევე დადასტურდა, რომ წყლიდან ამოყვანის დროს, შაქარაშვილს არ ეცვა ფეხსაცმელი და წინდები.

 

ეს ყველაფერი კი აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ გიორგი შაქარაშვილს დაზიანებები შესაძლოა ბლაგვი საგნით, სიცოცხლეშივე ჰქონდეს მიყენებული.

 

"ტუჩის მიდამოში, სადღაც საფეთქლის ლოკაციაში ასახულია მოწითალო უბანი, რომელიც თავის მორფოლოგიით და იმ გაჭუჭყიანებული ზედაპირის მხედველობაში მიღებით, ცალსახა დასკვნების საშუალებას არ იძლევა, სოცოცხლის დროინდელია თუ სიკვდილის შემდგომი. რაც შეეხება პირის ნაპრალის პროექციაზე მარცხნივ ერთ ერთ მხარეს, ქვემო ტუჩზე არის მეტნაკლებად ანალოგიური უბანი, თუმცაღა ის უფრო მეტ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ აქ ადგილ უნდა ჰქონდეს დაზიანებას, რაც არის, როგრც ყველა დაზიანება, რაც მე აქამდე მითქვია, ბლაგვი ტრავმის შედეგი," - ამბობს ალექსანდრე გეჯაძე

 

 

წაკითხვა 529 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.