"საქმის მასალების გადმოცემაზე ჩემი შუამდგომლობა, დღესაც ყუთში დევს" - მიხეილ რამიშვილი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ კომპლექსური კომისიური ექსპერტიზის თაობაზე მისი შუამდგომლობა სამი დღეა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებების ყუთში დევს.

მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ გამოძიება მიზანმიმართულად ჭიანურდება. ადვოკატი სატელეფონო ანძების ჩანაწერების დროულად მიწოდებას მოითხოვს, რათა გაიგონ, ვინ დაურეკა გაუჩინარებამდე თამარ ბაჩალიაშვილს Whatsapp-ში.

 

„მე მოვიტანე შუამდგომლობა, სადაც იყო გარკვეული მოთხოვნები კომპლექსური კომისიური ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე. მე დავდე და ვუთხარი, რომ ამ შუამდგომლობაზე დაუყოვნებლივ მიეღოთ გადაწყვეტილება. მათ მითხრეს, რომ რახან საღამო ხანი იყო, კანცელარიაში ვერ გატარდებოდა, ეს შუამდგომლობა უნდა ჩამომეტანა და ჩამეგდო შესაბამის ყუთში, იმ ღამესვე ჩამოვიტანე და ჩავაგდე, რადგანაც პირობა იყო, რომ ძალიან ჩქარა უნდა მომხდარიყო ამაზე რეაგირება და ამოიღებდნენ, რეგისტრაციაში გაატარებდნენ კანცელარიაში და მიიღებდნენ შესაბამის გადაწყვეტილებას. დღესაც ამ ყუთში დევს ჩემი შუამდგომლობა“, - აცხადებს რამიშვილი.

წაკითხვა 488 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 02 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.