May 14, 2024

შაქარაშვილის საქმეში ორი ექსპერტი ჩაერთვება

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ორი ექსპერტი ჩაერთვება, - ამის შესახებ შაქარაშვილის ბიძამ და ოჯახის ადვოკატმა განაცხადა. 

მირიან ნიკოლაძის თქმით, დამატებითი ექსპერტიზა დიდი გავლენის მატარებელი იქნება და მასზეა დამოკიდებული, განზრახ მკვლელობის გარდა, სხვა ვერსიების გამორიცხვა. 

 

,,როდესაც საკითხია დასმული გიორგის მიმართ ძალადობაზე, ამას მოჰყვა თუ არა ბავშვის გონების დაკარგვა და შეეძლო თუ არა შემდეგი ქმედებების განხორციელება, სწორედ ამის გამო, ჩაერთვებიან სპეციალისტები, საუბარია, ნევროლოგსა და ნეიროქირურგზე. ორი ექსპერტი უნდა ჩაერთოს. ეს ექსპერტიზა ძალიან დიდი გავლენის მატარებელი იქნება შემდგომ შედეგებზე, სწორედ მასზეა დამოკიდებული სხვა ვერსიების გამორიცხვა. ექსპერტიზის პასუხის შემდეგ ყველა იურიდიული გზა გახსნილი იქნება 109-ე მუხლის წასაყენებლად", - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

წაკითხვა 467 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 02 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.