May 11, 2024

"ბაჩალიაშვილის სოციალურ ქსელებში ვერ შევედით" - მიხეილ რამიშვილი

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის ვერცერთ სოციალურ ქსელში შეხვლა ვერ მოხერხდა. 

მისივე თქმით, მათ მოთხოვნად კვლავ რჩება, საქმეში FBI-ის ჩართვა.

 

„სოციალური ქსელი Facebook, Gmail, Youtube, ვერცერთ სისტემაში ვერ შევედით აბსოლუტურად. სამსახურეობრივი email-იც იყო, რომლის კოდი 7 დღის წინ იყო შეცვლილი - ვერსად ვერ შევედით. როგორც პროკურატურამ ბრძანა, Facebook-ის ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ მიმართავენ, რათა გამოითხოვონ შინაარსობრივი ინფორმაციები და ყველა იმ სოციალური ქსელებიდან სრული ინფორმაცია. ვერანაირ ინფორმაციას ვერ ვღებულობთ, რაც არის სოციალურ ქსელებში.

 

როგორც გავიგე, რაღაც ინფორმაციები კიდევ მოიძიეს და ამ ყველაფრის პროგრამირება მიმდინარეობს. შესაბამისად, დამატებით არის ინფორმაციები, რომლის დამუშავება მიმდინარეობს. ყველაფერი ეს უნდა დამუშავდეს, რომ სრული ინფორმაცია მივიღოთ. ფაილი მოიძებნა, სადაც იყო კოდირება, მაგრამ მაინც ვერ იხსნება. ჩვენი მოთხოვნაა, რომ საქმეში FBI ჩაერთოს. მოგეხსენებათ, როდესაც შინაარსობრივი ინფორმაციის გამოთხოვაა, მაშინ უკვე ფედერალური საგამოძიები ბიუროს ნების გარეშე არ ხდება მიღება. ეს უკვე არის მოთხოვნა და სავალდებულოა. როგორც ამბობენ, ყველაფრის აღდგენას და დამუშავებას შეძლებენ. გარანტიას იძლევიან, რომ როდესაც „ფეისბუქის“ ადმინისტრაციიდან შინაარსობრივ ინფორმაციას მიიღებენ, ნდმ-ის დონეზეც კი იქნება ყველაფერი იდენტურიო. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი მხრიდან იქნება მოწოდება და მოთხოვნა, რომ ყველაფერი იყოს მაქსიმალურად დაჩქარებული ტემპით“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა

წაკითხვა 411 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 11 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.