May 11, 2024

სად გადაიღო გაუჩინარების დღეს თამარ ბაჩალიაშვილმა სელფი და რაზე საუბრობს პირად ვიდეოჩანაწერებში

"თამარს 18 ივლისს სელფი აქვს გადაღებული.

ადამიანი, რომელიც გარდაცვალების დღეს სელფებს იღებს, თვითმკვლელობას არ უნდა აპირებდეს" - ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა. მისი განმარტებით, აღნიშნული ფოტო მან საკუთარ სახლში გადაიღო და შემდეგ საქმეზე გავიდა. 

 

მისივე თქმით, საქმეში ასევე არსებობს ვიდეო მასალები, სადაც თამარი სამომავლო გეგმებზე საუბრობს. 

 

„თამარს 18 ივლისს სელფი აქვს გადაღებული. ადამიანი, რომელიც გარდაცვალების დღეს სელფებს იღებს, თვითმკვლელობას არ უნდა აპირებდეს. სელფი გადაიღო ბავშვმა და გავიდა საქმეზე, ამას თვითმკვლელი არ გადაიღებს. სელფი საკუთარ სახლში აქვს გადაღებული. ძალიან ბევრი ახალი ფიგურანტია საქმეში. თამარს ძალიან ბევრი ვიდეო ჩანაწერი აქვს თავის მომავალზე, როგორ გეგმავს მას, თავის ხასიათზე, როგორ უნდა, რომ წარმატებული იყოს საქმიანობაში, როგორ აფასებს ის თავის ცხოვრებას და სხვ. ეს ადამიანი თავის მომავალზე საუბარობს. ვიდეოები ზოგი შარშანდელია, ზოგი ახალი, ზოგი იანვრის, ბევრია ძალიან. როგორც ის ვიცი, რომ მე არ ვარ ჩინეთის იმპერატორი, ისე გამოვრიცხავ მაგ გოგოს თვითმკვლელობას“- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

წაკითხვა 625 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 13 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.