May 12, 2024

"საქმეში ახალი ფიგურანტები გამოჩნდნენ" - მიხეილ რამიშვილი

ბაჩალიაშვილების ოჯახი და ადვოკატი შინაგან საქმეთა სამინისტროში 7 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

უწყებიდან გამოსვლის შემდეგ მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონში, ყველა სოციალური ქსელის მიმოწერა წაშლილია. ასევე არ იძებნება ლოკაცია. 

 

მისივე თქმით, საქმეში ახალი ფიგურანტებიც გამოჩნდნენ, მაგრამ ვინაობას ადვოკატი არ აკონკრეტებს.

 

"ყველა სოციალური ქსელიდან აბსოლუტურად წაშლილია ყველაფერი. ბოლო ჩატი What"s up-ში არის 24 ივნისიდან წაშლილი. საჭიროება უკვე ნამდვილად არის რომ FBI-დან, Google-დან, facebook-ის ადმინისტრაციიდან სრულად წამოვიდეს ინფორმაცია, თუ რასთანაა დაკავშირებული. დადგინდება ვის მიერ არის შესრულებული ის პატარა ჩანაწერი, რომელიც გასაჯაროვდა," - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

წაკითხვა 505 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 13 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.