May 11, 2024

"ასეთი სიბინძურე არ მინახავს, რასაც ესენი აკეთებენ" - მიხეილ რამიშვილი

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, ამ პერიოდში იგი სოციალური ქსელიდან ინტენსიური ლანძღვა-გინების ადრესატი იყო, ბოლო ხანებში კი მის და მისი ოჯახის მიმართ მუქარაც წამოვიდა. 

რამიშვილი აცხადებს, რომ მუქარის წერილებს ის სოციალური ქსელით იღებს. მისი თქმით, აღნიშნულ შეტყობინებებეს გადათარგმნის და დიპლომატიურ კორპუსს მიაწვდის და მოითხოვს მათი მისამართების დადგენას. ადვოკატი ამბობს, რომ ამ თხოვნით საგამოძიებო ორგანოებს არ მიმართავს, რადგან მათ არ ენდობა.

 

"მე ამ საქმეში ჩემი სიცოცხლის საპირწონედ დავდე ჩემი თავი პირადად. უკვე მოვითხოვ, რომ ჩემი ოჯახის წევრების მიმართაც გარკვეული უსაფრთხოების ზომები გამოინახოს სხვა ქვეყანაში, იმიტომ რომ ამათი ნდობა ჩემი მისამართით უკვე აღარ მაინტერესებს. ამ საქმეს ჩემი ცხოვრების საპირწონედ მაინც მივიყვან ბოლომდე. პირადად მოვთხოვ საელჩოებს, რომ ჩემი ოჯახის წევრები დაცულნი იყვნენ, იმიტომ რომ ასეთი სიბინძურე არ მინახავს, რასაც ესენი აკეთებენ" - აცხადებს რამიშვილი. 

 

მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ შვილმკვდარ დედას გვერდით უდგებოდნენ, მას ოჯახის ინტერესების დამცველზე ეკითხებიან. საუბარია ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორზე. ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფნისას პროკურორი მაია გოგორელიანი მას აბულინგებდა. მისივე განმარტებით, პროკურორს აინტერესებდა, თუ როგორ მოხვდა ერთ-ერთ ჟურნალისტთან მედიაში გავრცელებული წერილი, რომელიც შესაძლოა, თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნოდეს. ასევე გამომძიებელი ინტერესდებოდა, თუ რა ჰონორარს უხდის ოჯახი ადვოკატ მიხეილ რამიშვილს და საიდან მოხვდა ის აღნიშნულ საქმეში. 

 

13 აგვისტოს თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის მიერ, მედია საშუალებებით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება პროკურატურის თანამშრომლის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე. 

წაკითხვა 1160 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 13 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.