May 14, 2024

"თამარმა ატვირთა ვიდეო, სადაც უფროსის მიმართ არსებულ ცალმხრივ სიყვარულზე საუბრობდა"

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი, დეა კაპანაძე ამბობს, რომ თამარი დეპრესიული პიროვნება იყო და  ცუდად ყოფნის დროს ვიდეომიმართვებს წერდა.

 

მისი თქმით, ერთ-ერთი ასეთი ვიდეო, თამარის ყოფილ უფროსს, ნიკოლოზ გეჯაძეს უკავშირდებოდა. 

 

"თამარი გულჩათხრობილი ადამიანი იყო. დეპრესიულიც იყო, ზოგჯერ, როცა ცუდად იყო საკუთარ თავს უღებდა ვიდეოებს.

 

2018 წელს მან “იუთუბზე“ ატვირთა ვიდეო, სადაც საუბრობდა ნიკა გეჯაძეზე, სადაც ცალმხრივ სიყვარულზე საუბრობდა, რაც ნახა მისმა იმ დროინდელმა შეყვარებულმა და თამარის ურთიერთობა მასთან დასრულდა. თამარი ფიქრობდა, რომ მისი უფროსის მიმართ არსებული გრძნობები არ მოდიოდა მის მუშაობასთან შესაბამისობაში და ამიტომ უნდოდა წამოსვლა," - განაცხადა დეა კაპანაძემ "რუსთავი 2-თან".

 

ცნობისთვის, კომპანია "ზეგის" პროგრამების მენეჯერმა ნიკა გეჯაძემ მიიღო "წერილი მომავლიდან", რომელიც შესაძლოა თამარ ბაჩალიაშვილს გამოეგზავნა.

წაკითხვა 742 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.