May 14, 2024

არასრულწლოვანი ზ.ხ-ს მამამ თავის დაწვა სცადა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამამ, თამაზ ხომასურიძემ პროკურატურასთან თავის დაწვა სცადა.

ამის საშუალება კი მას ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცა. მას სამედიცინო ხალათი ეცვა, ჰქონდა ბენზინი და სანთებელა. თუმცა, სამართალდამცველებმა ზ.ხ-ს მამას ტერიტორია დაატოვებინეს. 

 

ის პროკურატურაში შესვლას ითხოვდა. როგორც მან თქვა, პროკურორებს მასთან შეხვედრის ვადას საღამომდე აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამბობს, რომ თავის დაწვას კიდევ სცდის.

 

ხომასურიძემ თავის დაწვა მედიასთან კომენტარის გაკეთებისასაც სცადა თვითდაზიანებების მიღება. 

 

არასრულწლოვანი ზ.ხ ერთ-ერთია იმ 5 ბრალდებულს შორის, რომელსაც შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალი დაუმძიმდა. გამოძიება მას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობას ედავება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

წაკითხვა 486 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 08 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.