May 14, 2024

"გამოძიება ახლა მკვლელობის ვერსიაზე მუშაობს" - მიხეილ რამიშვილი

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საქმეში FBI-ის ექსპერტების ჩართვისთვის მან პროკურატურაში შუამდგომლობა დააყენა.

 

რამიშვილის თქმით, არ შეიძლება მხოლოდ ვერსიების არსებობა, ვერსიებთან ერთად უნდა მუშაობდეს გამოძიებაც, რომ მტკიცებულების მოპოვება მიმდინარეობდეს.

 

მისივე განცხადებით, გამოძიებამ გაითვილისწინა ოჯახის პოზიცია და ახლა მკვლელობის ვერსიაზე მუშაობს.

 

“ჩვენი მოთხოვნაა, სამართლიანობა რომ იყოს მიღწეული, ამისთვის საჭიროა, რომ ყველაფერი იყოს კონტროლის ქვეშ და არავის მხრიდან არ მოხდეს თავისი ძალაუფლების გამოყენება და საქმის ჩაფარცხვა. არ დარჩეს კითხვის ნიშნები, ამიტომ სამართლიანობის თვალსაზრისით ოჯახის და ჩვენი პოზიცია არის ეს.

ჩვენი კითხვები არის შემდეგი, თავიდანვე ვამბობდი, რომ არ შეიძლება მხოლოდ ვერსიების არსებობა, ვერსიებთან ერთად უნდა მუშაობდეს გამოძიებაც, რომ მტკიცებულების მოპოვება მიმდინარეობდეს და ეს მტკიცებულებები იმ ვერსიებს უნდა ემსახურებოდეს და ამყარებდეს თვალსაზრისებს, რათა შემდეგ ეს ვერსიები კვალიფიკაციის თვალსაზრისით არსებობდეს. 

ჩვენ გვქონდა პოზიცია, რატომ შეიძლება არ ყოფილიყო ეს მკვლელობის სიტუაცია? გამოძიება ახლა ამ ვერსიაზე მუშაობს და არა მხოლოდ ვერსიაზე, არამედ დღეს მიდის მუშაობა მტკიცებულებების მოპოვებაზე.

დღეს მოვიდა თითქმის სრულად ყველანაირი სატელეფონო კავშირები. დიდი მასალაა სატელეფონო კავშირების, ხვალ უკვე დეტალურად გავეცნობი. ჩემი ერთ-ერთი შუამდგომლობა იყო, რომ ჩემთვის დეტალურად იყოს ცნობილი მწყემსსა და ჯიმშერ აფციაურს შორის ზუსტად როდის ხდებოდა კომუნიკაცია, რომ გავარკვიოთ რამდენად სიმართლეს ამბობენ ჩვენებებში," - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

წაკითხვა 640 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.