May 11, 2024

ტრაგედიის ადგილი და სამი ახალი გვარი ბაჩალიაშვილის საქმეში

ჟურნალისტი ელისო კილაძის განცხადებით, მას ამერიკიდან დაუკავშირდა წყარო და უთხრა, რომ ადგილი, სადაც ბაჩალიაშვილის მანქანა იპოვეს, ტრაგედიის ბოლო ადგილია, მანამდე კი 23 წლის პროგრამისტი, სავარაუდოდ, სხვა ადგილას იმყოფებოდა. 

ამის შესახებ ელისო კილაძემ "მთახვარი არხის" ეთერში, გადაცემაში - "მთავარი აქცენტები" , ისაუბრა.

 

ელისო კილაძეს წყარომ სამი გვარიც დაუსახელა - გიორგი ღარიბაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და თეიმურაზ ჯავახიშვილი.

 

"დამისვა მე კითხვა - აგრძელებთ თუ არა ბაჩალიაშვილის საქმეზე მუშაობას? ჩემი დადებითი პასუხის შემდეგ მითხრა, რომ მან გადაწყვიტა მომაწოდოს ინფრომაცია იმის თაობაზე, რომ სად დაიწყო ბაჩალიაშვილის ტრაგედია, რომ ის ადგილი სადაც მანქანა იპოვეს არის ბოლო ადგილი რეალურად და დასაწყისი არის სხვაგან და ამის შემდეგ მე ის მიგდებს ლოკაციას... ამ საკადასტრო კოორდინატებით იძებნება ვილა "ალგეთი" და დამისახელა სამი გვარი. გიორგი ღარიბაშვილი, რომელიც ვილა "ალგეთის" მეპატრონეა. ქონებასთან დაინტერესებული პირი არის პარლამენტის წევრი და "ქართუ ბანკის" იურიდიული სამსახურის ყოფილი უფროსი, გურამ მაჭარაშვილი. სწორედ აღნიშნული ვილა არის იპოთეკით დატვირთული "ქართუ ბანკში". მესამე პიროვნება არის თეიმურაზ ჯავახიშვილი, რომელიც დაკავშირებულია შავ სამყაროსთან", - ამბობს ელისო კილაძე.

 

"ქრონიკა +"-ის რედაქტორი ამბობს, რომ ვილა "ალგეთი" თამარ ბაჩალიაშვილის მანქანის პოვნის ადგილიდან 100-150 მეტრში მდებარეობს.

წაკითხვა 519 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 13 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.