May 12, 2024

"აღმოჩენილია საიდუმლო გზა" - ახალი დეტალები ბაჩალიაშვილის საქმეში

23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები და ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სოფელ გოლთეთში იპოვეს გზა, რომელიც "ვილა ალგეთს" უერთდება. 


ადვოკატების განცხადებით, დიდი ალბათობით, საკალმახე “ალგეთიდან” ავტომობილი სოფელ მაწევანის ტყეში სწორედ ამ გზით მიიტანეს, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი აღნიშნული გზით თავადაც მისულიყო გარდაცვალების ადგილამდე. 


ადვოკატებმა გოლთეთისა და ალგეთის ტერიტორია თავად დაათვალიერეს. მათი მტკიცებით, აღმოჩენილი გზა არის ალტერნატიული გზა ფარული გადაადგილებისთვის, რადგან აღნიშნულ ტერიტორიაზე არც სათვალთვალო კამერებია და არც ბევრი მაცხოვრებელი. 


"ადამიანის უფლებათა ცენტრის" ადვოკატის თქმით, რომელიც ბაჩალიაშვილების ინტერესებს იცავს, ახალი აღმოჩენა მათი და ოჯახის ეჭვებს კიდევ უფრო ამყარებს. 


"მოვიარეთ ყველა გზა და მივაგენით გზას, რომელიც არის ალტერნატიული. რომელზეც შესაძლებელია გაიაროს, როგორც ევაკუატორმა, ისე მსუბუქმა ავტომობილმა. აქ არის გზები, რომელიც სრულდება და აღარ არის გასაგრძელებელი. ორჯერ ასეთ ჩიხში არის თამარი მოხვედრილი და უკან გაბრუნებული. გვაქვს ეჭვი, რომ თამარმა ამ გზაზე ჩამოიარა და შესაძლოა, "ვილა ალგეთამდე" თვითონაც არის ჩასული თავისი მანქანით, ხოლო იქედან, შესაძლოა, წასულიყო შემთხვევის ადგილზე. გვიმყარდება ეჭვები, რომ ყველა იტყუება. ყოველ შემთხვევაში, ვილა ალგეთიდან შესაძლებელია მანქანის მიყვანა შემთხვევის ადგილამდე ისე, რომ კამერამ არ დააფიქსიროს," - განაცხადა ეკა ქობესაშვილმა. 


ცნობისათვის, “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორის, ელისო კილაძის თქმით, წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მაწევანის საძოვრები, სადაც საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი იპოვეს, ბოლო ლოკაცვიაა. კილაძის განცხადებით, ავტომობილი ამ ადგილას ისეთი გზებით მიიყვანეს, სადაც სათვალთვალო კამერები არაა დამონტაჟებული.

წაკითხვა 627 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.