May 13, 2024

"ლურჯ ვეშაპს" არ თამაშობდა, ექსპერტიზამ მსგავსი ვერაფერი აღმოაჩინა" - ილია ფილფანის მამა

"ავტოსაგზაო შემთხვევიდან დაწყებული, ჩვენ ყველა ვერსიას განვიხილავთ, მათ შორის ყველაზე წარმოუდგენელსაც," - განაცხადა ილია ფილფანის მამამ.

 

რაც შეეხება გავრცელებულ ვერსიას, თითქოს ილია "ლურჯ ვეშაპს" თამაშობდა, დავით ფილფანი კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ მისი შვილისთვის მსგავსი არაფერი შეუმჩნევია, პოლიციამ შეამოწმა კომპიუტერი, ტელეფონი და პლანშეტი. ამ მოწყობილობებიდან ამოღებული ინფორმაცია კი "ლურჯი ვეშაპის ვერსიას" გამორიცხავს. 

 

"ჩვენ ამასთან დაკავშირებით ეჭვიც კი არ გვქონია. ის "ლურჯ ვეშაპს" არ თამაშობდა, მითუმეტეს ჩვენ პოლიციას გადავეცით კომპიუტერი, ტელეფონი და პლანშეტი. ექსპერტიზამ მსგავსი ვერაფერი აღმოაჩინა. მხოლოდ ისეთი თამაშები როგორიცაა "მაინკრაფტი"", - განაცხადა დავით ფილფანმა.

 

კითხვაზე, თუ რა ვერსიაზე მუშაობს ამ ეტაპზე გამოძიება დავით ფილფანი პასუხობს, რომ არ არსებობს რაიმე ნივთიერი მტკიცებულება, რომელიც კონკრეტულ ვერსიაზე მიუთითებს.

 

"არანაირი ნივთიერი მტკიცებულება არ გვაქვს, რომელიც რომელიმე ვერსაიზე მიუთითებს. ვერსიები ძალიან ბევრი გვაქვს და არაფერს გამოვრიცხავთ, სწორედ ამიტომ, ჩავრთეთ საქმეში ინტერპოლი. ამასთან, ოკუპირებულ აფხაზეთშიც გავგზავნეთ მოთხოვნა და საქმის კურსში ჩავაყენეთ," - ამბობს ილიას მამა.

წაკითხვა 549 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.