May 11, 2024

"აქციაზე გამოყენებული იყო ე.წ. წიწაკის სპრეი" - კახაბერ საბანაძე

შინაგან სამეთა მინისტრის პირველი მოადგილის, კახაბერ საბანაძის განმარტებით, გუშინ, ცესკოს მიმდებარე ტერიტორიაზე, აქციის დროს, სამართალდამცველებს ცრემლსადენი გაზი არ გამოუყენებიათ.

როგორც უწყების წარმომადგენელი ამბობს, პოლიციამ სპეციალური საშუალება ე.წ წიწაკის სპრეი გამოიყენა. 

 

"ჩვენი მხრიდან ცრემლსადენი გაზის გამოყენების ფაქტს კატეგორიულად უარვყოფთ. იმ დანაყოფის აღჭურვილობაში, რომელიც მასებს მართავს არის სპეციალური საშუალება ე.წ წიწაკის სპრეი, რომელიც შესაძლებელია გამოყნებული იყოს. ეს არ არის ცრემლსადენი გაზი, სხვაობა დიდია," - განაცხადა კახაბერ საბანაძემ. 

წაკითხვა 560 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.