"ჩვენს თავზე ზედმეტი უფლება, ადამიანებს მისცა კი არა, ღმერთმაც არ დაიტოვა... ამიტომაც ვართ თავის(უფალი)..."
მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს ავრცელებს:
"უმოქმედობა კლავს ადამიანს. ართმევს სიცოცხლის სურვილს. გონება, აზროვნება ეჩვევა მოდუნებულ მდგომარეობას. იფიტება ყველა უჯრედი და ცხოველის დონემდე დავა ინსტიქტები.
თანამედროვე სინამდვილეში თითქოს ფიქრიც გვეზარება, განვითარებაზე ვამბობთ უარს და პრიმიტიული მოთხოვნილებით ვკმაყოფილდებით.
სამსახური, ხელფასი, სადილი სა ვახშამი არის ძირითადი საზრუნავი. ეს თუ არსებობს, ცხოვრებაც აწყობილია. სინამდვილეში ამგვარი ყოფა, ტრაგედიაა... ტრაგედიაა ისიც, როცა ეგუები ნებისმიერ რეჟიმს და არ უწევ წინააღმდეგობას, არ აპროტესტებ იმას, რაც შენს გარშემო მყოფებს ძირეულად აზარალებს. კარგად ყოფნა არ ნიშნავს იმას, როცა ირგვლივ ყველა ცუდად არის და შენ კარგად გრძნობ თავს. ასეთ სიტუაციაში, ყველაზე ცუდად შენ ხარ, რადგან თვალსაწიერი და მთავარი მოთხოვნილება მხოლოდ ლუკმა პურზე გადის. მონური ფსიქიკა, მონობისკენ მოუწოდებს ყველას...
ადამიანური არსი კი აბსოლუტურ თავისუფლებაში მდგომარეობას... ჩვენს თავზე ზედმეტი უფლება, ადამიანებს მისცა კი არა, ღმერთმაც არ დაიტოვა... ამიტომაც ვართ თავის(უფალი)... ეს არის ყველაზე დიდი ღირებულება, ჯილდო, რაც გაგვაჩნია, რომელიც არ უნდა შეეწიროს პირმოთნეობას, ორპირობას, კუდის ქიცინს...
შენი ინტელექტი, განათლება და ღირსება იმაში მდგომარეობს, რომ არ ხარ მშიშარა, მხდალი, მედროვე... არ ეგუები უსამართლობას, ბოროტებას, ღალატს...
მით უფრო მაშინ, როცა შეგიძლია ასამიანების სასიკეთოდ მოვლენები შეცვალო....
თუ პატივის შენარჩუნების სანაცვლოდ, უარს ამბობ საკუთარ სინდისზე, მკვდარი თევზივით გაყვები დინებას...
შეიძლება არაფერი გაგაჩნდეს, მაგრამ თავის ფლობა შეგეძლოს... ან პირიქით, რეგალიებს ვერ ითვლიდე და მონა იყო...
ორივეს გზა ჩვენ არჩევანზე გადის!.."
სიახლეები
- “ამერიკის შეერთებულ შტატებში ის კანონი ჰქონდათ ათეული წლები, რომელიც ზღუდავს ადამიანის უფლებებს და მედიას მარწუხებში აქცევს? თუ იქ კარგი იყო და აქ ცუდია? ასე არ არის” - ირაკლი ზარქუა „ფარას“ ანალოგზე
- “ნიკა მელია რაც უფრო მეტს დააშავებს, მით უფრო მეტი ბრალი წარედგინება” – ნინო წილოსანი
- “ამ ტიპის ქმედებები – მოსამართლეს წყალი შეასხა, ვიღაცას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენო – ძალიან მძიმე შედეგებს მოგვიტანს” - კახა კალაძე
- “ვულოცავ კაროლ ნავროცკის პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას, საქართველო მზად არის, კიდევ უფრო გააღრმავოს პოლონეთთან თანამშრომლობა საერთო ინტერესების ყველა სფეროში” - ირაკლი კობახიძე
- “სააკაშვილი არ იყო ქართული სახელმწიფოს აღმშენებელი და ის იყო ჩვეულებრივი მწვალებელი, რომელიც ხონის კარცერებში სჯიდა და შემდეგ არაადამიანურ და წამების მსხვერპლად აქცევდა ხოლმე” – წულუკიანი