“ახალგაზრდები კერძო სახლებს ქირაობენ და უკონტროლო სიტუაციაში იმყოფებიან, აღვირახსნილობები ნორმად ყალიბდება"

პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს:

 

” ერთი რამ ძალიან გასათვალისწინებელია.


ამ ბოლო დროს ტენდენციური გახდა მოზარდებში დაბადების დღეების და სხვა აღსანიშნავი დღესასწაულების მშობლების და უფროსების გარეშე გადახდა.


ისინი მიდიან, ცხადია, ოჯახის წევრების ნებართვით და ქირაობენ კერძო სახლებს, აგარაკებს და აბსოლუტურად უკონტროლო სიტუაციაში იმყოფებიან.


ხშირად ფიქსირდება უამრავი უბედური შემთხვევა. ან ზედმეტი ალკოჰოლის, ან ნარკოტიკის გამო ყველაფერი ფატალურად მთავრდება.


ამ უნორმობას ემატება სხვა ტიპის აღვირახსნილობები, წრეგადასული ურთიერთობები, რომელიც მათთვის ნორმად ყალიბდება და განსხვავებულ აზრს არასდროს მიიღებენ.


მშობლებთან იმით ,,ვაჭრობენ”, რომ გარეთ ხომ არ იქნებიან, ან კლუბში ხომ არ იკრიბებიან, სახლს ქიარობენ და იქ უფრო ,,დაცულად” იგრძნობენ თავს.


მშობლებიც ამ მაცდური წინადადებით ,,მშვიდდებიან”, ,,მთავარია ქუჩაში არ იწანწალებენ”-ს პრინციპით და მათგან დამოუკიდებლად ხელს უწყობენ საშინელ უბედურებებს.


არის შემთხვევა, როცა ძალიან კატეგორიული უნდა იყო.


არც სახლებს ვქირაობდით, არც კლუბების უჰაერობაში ვიგუდებოდით, მაგრამ საუკეთესო დაბადების დღეებს, ბანკეტებს და კარნავალებს ვაწყობდით…


თავი არ მოიტყუოთ, არ მისცეთ ბავშვებს ამ ტიპის ბუნაგების მოწყობის უფლება, სადაც ვითომ თავისუფლად არიან და სინამდვილეში ყველა ამორალიზმს ემონებიან…


ამას მოყვება ქუჩური გარჩევებიც და დაუვიწყარი ტრაგედიები!.. ” – წერს პეტრე კოლხი.

წაკითხვა 834 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 26 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.