"ისტორიას ვერავინ გააყალბებს - ამ ცვლილებების ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი დღეს ციხეშია"
2003 წლის გიორგობა დღეს საქართველომ ძალა მოიკრიბა და საკუთარი ბედის უკუღმა მოტრიალე ბორბალს, წაღმა დააწყებინა ტრიალი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია წერს.
"ქვეყანა დაადგა განვითარების გზას!
შესაძლებელი გახდა:
საქართველო კორუფციის გარეშე;
უმაღლესი განათლება ჩაწყობის გარეშე;
განათებული ქვეყანა vs გრაფიკი;
გაზრდილი პენსია გაყინულის ნაცვლად;
პატრული გაის ნაცვლად;
დასავლეთი რუსეთის ნაცვლად;
გაწვრთნილი ჯარი მშიერის ნაცვლად;
წესრიგი კრიმინალის ნაცვლად;
რეფორმები უძრაობის ნაცვლად;
აღმშენებლობა აჭარაში ასლანის ნაცვლად;
პერსპექტივა უიმედობის ნაცვლად!
კიდევ ბევრი რამ!
ისტორიას ვერავინ გააყალბებს. ამ ცვლილებების ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი დღეს ციხეშია, ეს ასე დიდ ხანს არ დარჩება!
საქართველო ისევ მოიკრებს ძალას და წავა წინ,ამისი ბოლომდე მჯერა!"- წერს ნიკა მელია.
სიახლეები
- "სიტყვა პატიმარს სააკაშვილი რომ ახსენებს, სირცხვილია, 25 000-მდე პატიმარი ჰყავდათ ციხეებში, ეს იყო სისტემური დანაშაული, ამაზრზენია ეს ყველაფერი" - ირაკლი კობახიძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 5 მაისიდან
- "ოპოზიცია ვიდრე ერთიანდებოდა, იშლებოდა, ათი არჩევნები მოვიგეთ, მეთერთმეტე არჩევნებსაც ამ რეჟიმში მოვიგებთ" - ირაკლი კობახიძე
- "არცერთი მმართველის პირობებში ეკლესია ისე არ გაძლიერებულა, როგორც ჩემს დროს, რატომ აძლევთ საშუალებას, გამოგვაცხადონ, როგორც ურწმუნოები და ეკლესიის მტრები?"
- " საქართველო ხდება ჯარიმების ქვეყანა" - მიხეილ სააკაშვილი
