May 17, 2024

" ამას დაუყოვნებლოვ მოჰყვება რუსეთის შესაბამისი ინსტიტუტიდან აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ-ოსეთის ეკლესიათა დამოუკიდებელ ავტოკეფალიებად აღიარება"

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ამ წინასაშობაოდ კვლავ ურთულესი დილემის წინაშე დადგა ქართველი ხალხი და თავისთავად ჩვენი ეკლესიაც. ერთ მხრივ უაღრესად სასიხარულოა, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა დაადასტურა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალია და მოსკოვის საპატრიარქოდან გამოყოფა,მეორე მხრივ ჩვენ დავდექით დილემის წინაში. საკმარისია ოფიციალურად ვაღიაროთ იგივე, რომ ამას დაუყოვნებლოვ მოჰყვება რუსეთის შესაბამისი ინსტიტუტიდან აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ-ოსეთის ეკლესიათა დამოუკიდებელ ავტოკეფალიებად აღიარება, რაზედაც მოსკოვის საპატრიარქო დღემდე თავს იკავებს და არ ცნობს მათ სუვერენიტეტს. ამდენად ვულოცავთ მოძმე უკრაინელ ხალხს ამ ისტორიულ დღეს,მაგრამ ჩვენ ოფიციალურად არ უნდა გავაფორმოთ ეს მოვლენა, სანამ უმთავრესი მსოფლიო მართლმადიდებელი ცენტრები არ მიიღებენ გადაწყვეტილებებს. უკვე მეოთხედი საუკუნეა ყველა მსოფლიო ნგრევამ ჩვენს თავზე გადაიარა.ამ შემთხვევაში მაინც ნუ ვიჩქარებთ მაინცდამაინც."– წერს შალვა ნათელაშვილი.

წაკითხვა 1519 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 06 2019

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.