17 მაისს დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით, ქუთაისის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება

17 მაისს დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით, ქუთაისის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება.


მსვლელობა ქუთაისის ცენტრალური მოედნიდან 11: 00 საათზე დაიწყება და ასსაფეხურიან კიბესთან დასრულდება.


17 მაისს, 10 : 00 საათიდან მსვლელობის დასრულებამდე, მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირზე, პირველი სკოლიდან ცენტრალური მოედნის ჩათვლით და წერეთლის ქუჩაზე, დასაწყისიდან ბალახვნის ცენტრამდე.


თამარ მეფის ქუჩიდან წამოსული ავტომანქანები ავლენ თბილისის ქუჩაზე, კოსტავას ქუჩიდან ჩამოსული ტრანსპორტი გაივლის თეატრის უკან, ბროსეს ქუჩაზე და კოლუმბია მისურის ქუჩით ფალიაშვილის ქუჩაზე.


შესაბამისად, შეიცვლება ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის ავტობუსების დადგენილი სვლაგეზები:


N1L -ილია ჭავჭავაძის გამზირი, ლადო ასათანის ქუჩა, დავით აღმაშენებლის გამზირი, ზვიად გამსახურდიას გამზირი, შოთა რუსთაველის გამზირი, გამარჯვების მოედანი, შოთა რუსთაველის გამზირი, ზვიად გამსახურდიას გამზირი და ილია ჭავჭავაძის გამზირი.


N1R - ილია ჭავჭავაძის გამზირი, ზვიად გამსახურდიას გამზირი, შოთა რუსთაველის გამზირი, ნოდარ დუმბაძის ქუჩა, დავით აღმაშენებლის გამზირი, ლადო ასათანის ქუჩა, ილია ჭავჭავაძის გამზირი.


N3 - ნაცვლად ზაქარია ფალიაშვილის ქუჩისა, შოთა რუსთაველის გამზირისა და აკაკი წერეთლის ქუჩისა, იმოძრავებს ახალგაზრდობის გამზირი, ბაგრატიონის ქუჩა, კუპრაძის ქუჩა, სოლომონ პირველის ქუჩა, საფიჩხიის მოედანი, სოლომონ პირველის ქუჩა, რკინიგზის სადგური, კუპრაძის ქუჩა, ბაგრატიონის ქუჩა, ახალგაზრდობის გამზირი, ხოლო სადგურ “რიონის“ მიმართულებით, გააგრძელებს მოძრაობას დადგენილი სვლაგეზით.


N41 - ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა, აღმაშენებლის მოედნისა, ზაქარია ფალიაშვილის ქუჩისა, წერეთლის ქუჩისა და მანდარიას ქუჩისა, იმოძრავებს სოლომონ პირველის ქუჩით, საფიჩხიის მოედანზე, ისევ სოლომონ პირველის ქუჩით გაივლის კუპრაძის ქუჩას, ბაგრატიონის ქუჩას, ახალგაზრდობის გამზირს და იმოძრავებს ილია ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით.


N4 - იმოძრავებს სპეციალური სერვისებიდან ავტომშენებლის გამზირის გავლით, ირაკლი აბაშიძის გამზირზე, მიხეილ ბუხაიძის ქუჩა, ივანე ჯავახიშვილის ქუჩა, შოთა რუსთაველის გამზირი, იოსებ გრიშაშვილის ქუჩა, ნინოშვილის ბაღი, ნოდარ დუმბაძის ქუჩა, კონსტანტინე გამსახურდიას გამზირით, თაბუკაშვილის მიმართულებით.


N5 - რევაზ თაბუკაშვილის ქუჩა, იოსებ ოცხელის ქუჩა, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა, ილია ჭავჭავაძის გამზირი, ლადო ასათიანის ქუჩა, დავით აღმაშენებლის გამზირი, ნოდარ დუმბაძის ქუჩა, ნინოშვილის ბაღის მიმდებარე ტერიტორია, უკან დაბრუნდება იმავე სვლაგეზით.


N10- სულხან-საბას გამზირი, სიმონ გუგუნავას ქუჩა, მოსწავლე -ახალგაზრდობის პარკი, ილია ჭავჭავაძის გამზირი, ზვიად გამსახურდიას გამზირი, შოთა რუსთაველის გამზირი, ნოდარ დუმბაძის ქუჩა, დავით აღმაშენებლის გამზირი. დავით აღმაშენებლის გამზირი, რუსთაველის გამზირი,ზვიად გამსახურდიას გამზირი, ილია ჭავჭავაძის გამზირი, გუგუნავას ქუჩა, სულხან - საბას გამზირი.


N19- ნიკეას ქუჩა, ლადო ასათიანის ქუჩა, ნოდარ დუმბაძის ქუჩა, აღმაშენებლის გამზირი, ნინოშვილის ბაღის მიმდებარე ტერიტორია. უკან დაბრუნდება დადგენილი სვლაგეზით.


N20- რევაზ თაბუკაშვილის ქუჩა, ილია ჭავჭავაძის გამზირი, ზვიად გამსახურდიას გამზირი, შოთა რუსთაველის გამზირი, იოსებ გრიშაშვილის ქუჩა. უკან დაბრუნდება დადგენილი სვლაგეზით.

წაკითხვა 231 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.