May 17, 2024

"მცხეთაში ჯვრის მონასტრის დაკეტვა ერთმა ჯიპიანმა მამაომ შეძლო, გარე მოვაჭრეებთან წილების მოთხოვნის მოტივირებით"

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ჯვრის მონასტრის დაკეტვას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

 

"მეექვსე საუკუნიდან დღემდე მცხეთაში ჯვრის მონასტრის დაკეტვა ვერავინ,თვით შემოსეულმა მტრებმაც ვერ გაბედეს და ეს შესძლო ერთმა ჯიპიანმა მამაომ გარე მოვაჭრეებთან წილების მოთხოვნის მოტივირებით. გამახსენდა კაზანტიპის ნარკოფესტივალზე რომ ითხოვდნენ ღვთისმსახურნი წყალი გაგვაყიდინეთ და შეგეშვებითო. სამარცხვინოა. ეს ერთი გამოვლინებაა იმ ვერცხლთმოყვარეობის, რაც ამ ინსტიტუტის თავს ტრიალებს.აბა რით შეიძლება აიხსნას მაშ დუმილი, როდესაც ბანდიტმა ძმებმა შარანგიებმა კაზინო ზედ საპატრიარქოს გვერდით,სიონიდან რამდენიმე მეტრში გახსნეს და მამაოები ერთსულოვნად დადუმდნენ,ახლა კი ირკვევა,რომ კულტურის ძეგლს თურმე მარტო, გათოშილი გარე მოვაჭრეები ამახინჯებენ. გაქანებული გარე ვაჭრობა მიდის ვატიკანში,ნოტრ-დამთან, ვენის შტეფელისა და მილანის ღვთისმშობლის მსოფლიო მნიშვნელობის ტაძრებთან და არავის გაუყრია მომლოცველები ამის გამო.ან თუნდაც ალავერდელი ბიძინისტი ეპისკოპოსი რად ღირს რომელმაც მთელი ღვინის ქარხნები და ასეულობით ჰექტარი ვენახები დაითრია.მოკლედ ან ჩვენი ღვთისმსახურნი გავლენ ბიზნესიდან და პოლიტიკიდან ან ღმერთი გავა მათგან თუ უკვე გასული არ არის. ხალხში ათეიზმს ბოლშევიზმი კი არა თვითონ ხარბი ღვთისმსახურნი იწვევდნენ ყოველთვის. სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით ამ გზას ადგანან. იმედია ღმერთი დაგვიფარავს."- წერს შალვა ნათელაშვილი.

წაკითხვა 733 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 16 2019

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.