May 17, 2024

"პარლამენტსა და საზოგადოდ ქვეყანაში, ერთი პოლიტიკური ჯგუფის სრული დომინაცია ყველაფერს ღუპავს"

მამუკა გამყრელიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"მოცემულობა ასეთია: საქართველოს არ აქვს არც დიდი ტერიტორია, არც წიაღისეულის დიდი მარაგი და არც მრავალრიცხოვანი მოსახლეობა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს მოსახლეობა არ გამოირჩევა ფუნდამენტური განათლებით და დიდი მუყაითობით. სამაგიეროდ აქვს უზომო ამბიციები. ყველას უფროსობა უნდა და ამიტომაც მოსახლეობა დაყოფილია თემებად, კლანებად, საძმოებად, ოჯახებად და ათასგვარ, წვრილ-წვრილი ინტერესების მქონე ჯგუფებად. ყველა ამ ჯგუფს თავისი ლიდერი ჰყავს.


ამ ჭრელი მასის მოთხოვნების დაკმაყოფილება არც ისე რთული უნდა იყოს. თავისნაირად ჭრელი პარლამენტი, სადაც სხვადასხვა ჯგუფები საკუთარ ინტერესებს პოლიტიკურად დაიცავენ. ამ ჭრელა-ჭრულა პარტიებიდან ქმედითუნარიანი ხალხი გამოირჩევა და სამინისტროებს ჩაიბარებს. საფინანსო ბაზარზეც მონოპოლია მოისპობა. ძალოვნები და სამართალდამცავები აღარავის პოლიტიკურ ნებას შეასრულებენ. ინტერესები გადალაგდება და დამშვიდდება ქვეყანა. 
ყველაფერს ღუპავს პარლამენტში და საზოგადოდ ქვეყანაში, ერთი პოლიტიკური ჯგუფის სრული დომინაცია. ღორობა ყუპავს ამ ქვეყანას."- წერს მამუკა გამყრელიძე.

წაკითხვა 752 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 28 2019

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.