May 17, 2024

"ქალბატონო ეკა, დადგა ის დროც, პასუხი აგოთ შვილმოკლული მამებისა და მათი შვილების წინაშე ჩადენილი დანაშაულისათვის"

შვილმოკლული მამები მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე ეკა ბესელიას მიმართავენ:

 

"ქალბატონო ეკა, ბუმერანგის ძალაზე გსმენიათ, ალბათ. უფრო გჯერათ ვიცი, რადგან მოგიბრუნდათ ყველაფერი!

 

ყალბი ემოციებით, სიტყვებით, წინადადებებით, ფრაზებით ვერ მოატყუებთ ხალხს! დადგა ის დროც, პასუხი აგოთ ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც ჩაიდინეთ შვილმოკლული მამებისა და მათი მოკლული შვილების წინაშე!

 

არც თქვენ და არც არავის, არ შეგრჩებათ მამების გაუბედურება! ნუ ელოდებით საზოგადოებისგან შველას, რადგან ჩვენ ფარისეველი ადამიანების გვერდით კი არა, არამედ ერთგული, კეთილშობილი, დიდი გულის მქონე, ღირსეული პიროვნებების გვერდით ვართ!" - ნათქვამია სოციალურ ქსელში შვილმოკლული მამების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაკითხვა 1474 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 29 2019

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.