May 11, 2024

"დამოუკიდებლობის დღის ყველაზე დიდი საჩუქარი 80 წლის იუბილარი პირველი პრეზიდენტისთვის ამ წყეული ტრადიციის დასრულება იქნებოდა"

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა საქართველოს პირველი პრეზიდენტის 80 წლის იუბილეს ეხმიანება და სოციალურ ქსელში ზვიად გამსახურდიასთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

როგორც უგულავა წერს, დამოუკიდებლობის დღის ყველაზე დიდი საჩუქარი 80 წლის იუბილარი პირველი პრეზიდენტისთვის წყეული ტრადიციის დასრულება იქნებოდა.

 

„ჩვენვე, საქართველომ, გამოვკვეთეთ საერთო წესი ჩვენი მმართველებისთვის - სიკვდილი, მარტოობა, დევნილობა. დამოუკიდებლობის დღის ყველაზე დიდი საჩუქარი 80 წლის იუბილარი პირველი პრეზიდენტისთვის ამ წყეული ტრადიციის დასრულება იქნებოდა. ამას არ/ ვერ ვაკეთებთ დღეს. მაშინ მივულოცოთ მას და მოვრჩეთ სიყალბეს. გილოცავთ ბატონო პრეზიდენტო, გვერდით მდგომი რიგითი თინეიჯერი“, - წერს გიგი უგულავა.

 

gamsaxurdiaugulava2

 

წაკითხვა 1041 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.