Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in /home/firstnew/domains/firstnews.ge/public_html/modules/mod_omgmenu/helper.php on line 75
"დღეს საქმე გვაქვს რუსული კანონმდებლობის სრულ ერთობლიობასთან, რომლის მიზანია, საქართველოს სახელმწიფოს ძირეულად უცვალოს სახე და ჩრდილოეთ მეზობლის ანარეკლად იქცეს"

"დღეს საქმე გვაქვს რუსული კანონმდებლობის სრულ ერთობლიობასთან, რომლის მიზანია, საქართველოს სახელმწიფოს ძირეულად უცვალოს სახე და ჩრდილოეთ მეზობლის ანარეკლად იქცეს"

დღეს საქმე გვაქვს არა ერთ კონკრეტულ რუსულ კანონთან, არამედ რუსულ კანონმდებლობის სრულ ერთობლიობასთან, რომლის მიზანია, საქართველოს სახელმწიფოს ძირეულად სახე უცვალოს და ჩრდილოეთ მეზობლის ანარეკლად იქცეს, - ასე აფასებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საჯარო სამსახურისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში შესულ ცვლილებებს.

როგორც ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, ახალი კანონი აწესებს საჯარო მოხელის სრულ დაქვემდებარებას ბიუროკრატიულ იერარქიაზე, რაც ნიშნავს საჯარო სამსახურის ტოტალურ პოლიტიზებას.

„ერთი კანონით როგორ მიაღწიო მრავალ შედეგს?! ამის მაგალითია საჯარო სამსახურის ახალი კანონი. ახალი კანონი აწესებს საჯარო მოხელის სრულ დაქვემდებარებას ბიუროკრატიულ იერარქიაზე, რაც ნიშნავს საჯარო სამსახურის ტოტალურ პოლიტიზებას. მეორეს მხრივ, კანონი აწესებს პედაგოგიური საქმიანობის შეზღუდვას მათთვის, ვინც პოლიტიკურ სანდო პირად არ მიიჩნევა ზემდგომი პირების თვალში. თავისუფალ თუ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებზე მეორე სამსახურის აკრძალვა ფინანსურ ახალ ზეწოლას გამოიწვევს. და ბოლოს, ასეთი შერჩევითი წესი აკადემიურ თავისუფლების კიდევ ერთ შეზღუდვას ემსახურება. ასეთ მავნებლურ კანონებს ერთი მეორეს მიყოლებით ორ-სამ დღეში რომ ინიცირებენ და ამტკიცებენ, ყოველგვარ დისკუსიის გარეშე, ხომ არ გგონიათ, რომელიმე იყოს თბილისში მოფიქრებული, ან თუნდაც დაწერილი? გადაწერილი კი ბატონო! ჩვენ დღეს საქმე გვაქვს არა ერთ კონკრეტულ რუსულ კანონთან, არამედ რუსულ კანონმდებლობის სრულ ერთობლიობასთან , რომლის მიზანია საქართველოს სახელმწიფოს ძირეულად სახე უცვალოს და ჩრდილოეთ მეზობლის ანარეკლად იქცეს“,-წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

 

ცნობისთვის, 1-ელი ნოემბრიდან ძალაში შედის „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონი, რომლის ამოქმედების შედეგად, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს დამატებითი საქმიანობის განხორციელება და ამ საქმიანობისთვის ანაზღაურების მიღება დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობის გარეშე არ შეეძლებათ. ასეთი წერილობითი თანხმობა კი, მხოლოდ ერთი წლის ვადით შეიძლება გაიცეს. იგივე პრინციპი მოსამართლეებზეც ვრცელდება. საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს ასრულებდეს, თუმცა აქამდე მოქმედი კანონით, ეს შეზღუდვა სამეცნიერო, პედაგოგიურ ან შემოქმედებით საქმიანობაზე არ ვრცელდებოდა.


Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /home/firstnew/domains/firstnews.ge/public_html/templates/ot_vozzmag/html/com_k2/templates/blog2/item.php on line 270
წაკითხვა 448 ჯერ
[tabs max_width="" class="tab_style1 noborder"]
[tab title="მედია"]
[module class="" type="mod" params="166" modstyle="" /]
[/tab]
[tab title="საზოგადოება"]
[module class="" type="mod" params="116" modstyle="" /]
[/tab]
[tab title="ჯანდაცვა"]
[module class="" type="mod" params="117" modstyle="" /]
[/tab]
[tab title="კულტურა"]
[module class="" type="mod" params="167" modstyle="" /]
[/tab]
[/tabs]
[columns]
[column xs="12" xs_offset="0" sm="7" sm_offset="0" md="7" md_offset="0" lg="7" lg_offset="0" class=""]
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

[lists type="caret-right" class="padd0 ot-color"]
[list_item]კონტაქტი[/list_item]
[list_item]რეკლამა ჩვენთან[/list_item]
[/lists]
[/column]
[column xs="12" xs_offset="0" sm="5" sm_offset="0" md="5" md_offset="0" lg="5" lg_offset="0" class=""]
[/column]
[/columns]

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.