Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in /home/firstnew/domains/firstnews.ge/public_html/modules/mod_omgmenu/helper.php on line 75
"ღრმად დამწუხრებული ვარ სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფის გამო, სოლიდარობას ვუცხადებთ თურქეთს"

"ღრმად დამწუხრებული ვარ სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფის გამო, სოლიდარობას ვუცხადებთ თურქეთს"

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქული თვითმფრინავის ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს და თურქეთს სოლიდარობას უცხადებს.

„ღრმად დამწუხრებული ვარ საქართველოში თურქეთის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ტრაგიკული კატასტროფის გამო. ჩემი ფიქრები ეკიპაჟის დაღუპული წევრების ოჯახებთანაა. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ თურქეთს ამ მწუხარების დროს“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X-ში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს. ამასთან, განცხადება გაავრცელა „საქაერონავიგაციამაც“, სადაც აღნიშნულია, რომ თურქეთის „C-130“ ტიპის საჰაერო ხომალდი რადარებიდან საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, განგაშის სიგნალის გადმოცემის გარეშე გაქრა, რის შემდეგადაც ძებნა-შველის სამუშაოები დაიწყო.

თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე თურქეთის „C-130“-ის ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა.


Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /home/firstnew/domains/firstnews.ge/public_html/templates/ot_vozzmag/html/com_k2/templates/blog2/item.php on line 270
წაკითხვა 434 ჯერ
[tabs max_width="" class="tab_style1 noborder"]
[tab title="მედია"]
[module class="" type="mod" params="166" modstyle="" /]
[/tab]
[tab title="საზოგადოება"]
[module class="" type="mod" params="116" modstyle="" /]
[/tab]
[tab title="ჯანდაცვა"]
[module class="" type="mod" params="117" modstyle="" /]
[/tab]
[tab title="კულტურა"]
[module class="" type="mod" params="167" modstyle="" /]
[/tab]
[/tabs]
[columns]
[column xs="12" xs_offset="0" sm="7" sm_offset="0" md="7" md_offset="0" lg="7" lg_offset="0" class=""]
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

[lists type="caret-right" class="padd0 ot-color"]
[list_item]კონტაქტი[/list_item]
[list_item]რეკლამა ჩვენთან[/list_item]
[/lists]
[/column]
[column xs="12" xs_offset="0" sm="5" sm_offset="0" md="5" md_offset="0" lg="5" lg_offset="0" class=""]
[/column]
[/columns]

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.