"7 ნოემბერს გაიხსნა კვანძი, ივანიშვილ-სააკაშვილის ბლოკმა გაანადგურა პატარკაციშვილის ფრონტი"
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევას ეხმაურება:
"12 წლის წინ სახლში შუაღამისას მრავალდღიანი მიტინგებით სრულიად გადამწვარი დავბრუნდი. დილის 8 საათზე აწკრიალდა ჩემი ტელეფონი.შემატყობინეს რომ საშიმშილოდ დატოვებული პროტესტანტები და ლიდერები დაარბია და დააპატიმრა უშიშროებამ. 15 წუთში პარლამენტთან ვიყავი,მთელი დღე მიმყავდა მიტინგები,გადავდიოდი აქციიდან აქციაზე,დარბევიდან დარბევაზე.ვისუნთქე მენდელეევის ელემენტთა სისტემიდან თითქმის ყველა მომწამლავი ნივთიერება.საღამოს გამიტაცა ჩემმა დაცვამ,როგორ მოვხვდი არალეგალურ ბინაში ბუნდოვნად მახსოვს.ვიხსენებ საინფორმაციო გადაცემებს ჩემი დაპატიმრების,რუსეთში გაქცევის,ჩემი ოფისის,ბინის ჩხრეკაზე.
თავი მეგონა მართლაც საშინელ სიზმარში.მაგრამ ეს მაინც პირადი განცდებია,მიუხედავად იმისა,რომ ამდღეებიდან მოსაგონებლად დამრჩა 70 სანტიმეტრიანი ჭრილობა.გადავიდეთ ისტორიულ ანალიზზე. 2007 წლის 7 ნოემბერი დაიწყო 7 ნოემბრამდე რამდენიმე წლით ადრე,როდესაც გზირმა მაოხრებელმა ედუარდ შევარდნაძემ საქართველოში დააფუძნა მოსკოვიდან ჩამოსული თუ გამოგდებული ორი მილიარდერ-ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და შემდგომ ბადრი პატარკაციშვილი.ორივეს ქონდა პოლიტიკური ამბიცია და ორივემ ღატაკ ქვეყანაში უპრობლემოდ იყიდა მუდმივად ფულზე ამძუნებული პოლიტიკური სპექტრი და ქვეყნის ე.წ ელიტა თითქმის სრულად--ჩვენს გარდა. მახსოვს როგორ გავუგზავნე უკან ბადრი პატარკაციშვილს საიდუმლო კონტრაქტი რომლის უკანაც რეალურად იდგა 13 მილიარდი და რომლის თანახმადაც ეს პიროვნება იქნებოდა ქვეყნის ფორმალური მმართველი ხოლო მე ანუ პარტია მისი მითითებების შემსრულებელი. სხვათა შორის მასზე ბევრმა პარტიამ ხელი მოაწერა.2003 წელს ორივემ დააფინანსა ვარდების რევოლუციად წოდებული სახელმწიფო გადატრიალება, ხოლო ნებაყოფილობით გადადგომის სანაცვლოდ შევარდნაძემ მიიღო რაზეც ოცნებობდა---სრული ხელშეუხებლობა. სააკაშვილის გაპრეზიდენტება ორივეს აწყობდა რადგან მას თვლიდნენ დროებით,გარდამავალ ფიგურად ხელისუფლებაში მოსასვლელად,მაგრამ ჯერ მათ შორის იყო გასარკვევი ყოფნა არ ყოფნის საკითხი და აი 7 ნოემბერს გაიხსნა კვანძი.
ივანიშვილ-სააკაშვილის ბლოკმა გაანადგურა პატარკაციშვილის ფრონტი, ხოლო მშვიდობიანი მომიტინგეები სასტიკად დაარბია ივანიშვილსგან დაფინანსებულმა,ეკიპირებულმა 500--კაციანმა სპეცრაზმმა. ამით სააკაშვილმაც საბოლოოდ გაინადგურა მორალური ავტორიტეტი და დაამთავრა პოლიტიკური კარიერა, ხოლო ივანიშვილმა სრულიად მოასუფთავა გზა ხელისუფლებაში მოსასვლელად მოსრა რა ყველა ფინანსურ-პოლიტიკური კონკურენტი. დარჩენილი ვიყავი ფიზიკური გაგებით გასანადგურებლად მე, სწორედ ამიტომ ივანიშვილმა მოითხოვა ჩემი ნეიტრალიზაცია და ის სპეცრაზმი რიყისა და იმედის დარბევის შემდგომ თავს დაესხა ოჯახს,სოფელს,ოფისს.გახსოვთ როგორ გამომიცხადეს 25 წლიანი პატიმრობაც კი.
მაშინ გადავრჩი მხოლოდ და მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით. ანუ ხელისუფლებაში ივანიშვილი მოვიდა არა 2012 წელს არამედ 2007 წლის 7 ნოემბერს. რა თქმა უნდა იმ აქციებში ყველა ძალას,პრო-დასავლურს,პრო-ოლიგარქიულს,პრო-რუსულს,პრო-ეროვნულს,პრო-ანარქისტულს ქონდა თავის კონკრეტული მიზნები.ჩვენ ვითხოვდით ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს რადგან მწიფდებოდა აფხაზეთ-ცხინვალის სამუდამოდ ჩამოცილება ხოლო ამ არჩევნებით მთელ რიგ მიზეზთა გამო არ დადგებოდა 2008 წლის აგვისტო. სამწუხაროდ მოვლენები წარიმართა ტრაგიკული სცენარით რომლის შედეგების გამოსწორებას ათწლეულები თუ ასწლეულები არა,დასჭირდება. ყველაფერ აქედან მორალი------პოლიტიკურმა სპექტრმა არასოდეს აღარ უნდა დაუშვას ქვეყნის მიყიდვა ოლიგარქიაზე,ხალხმა კი არასოდეს უნდა დაუშვას ოლიგარქიის მოშვება ძალაუფლებაში,"- წერს შალვა ნათელაშვილი.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი