"ბავშვის სიკვდილი გახარიას კისერზეა, რომელმაც სტრასბურგის მოთხოვნის მიუხედავად, ჯალათი ადგილზე დატოვა"
ცოტნე გამსახურდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"კიდევ ერთი საშინელი ტრაგედია დაგვატყდა... სისტემამ ამჯერად 15 წლის მოზარდი იმსხვერპლა. დიახ, სწორედ სისტემამ და არა მისმა კონკრეტულმა უსახურმა, უზნეო წარმომადგენელმა, რომლის შესახებ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის უკან მოსთხოვა ქართულ, ასეთივე უზნეო სახელმწიფოს, გამოძიების დაწყება, ვინაიდან ეს ქალბატონი ჩოლოიანი წამების ეპიზოდში იყო მხილებული. მაგრამ სისტემის საუკეთესო ტრადიციებში, სისტემამ კბილებით დაიცვა მისი ლეკვი და შსს იმჟამინდელმა მინისტრმა მინისტრმა გახარიამ სტრასბურგის რეკომენდაციას იგნორირება გაუკეთა. დაუსჯელი, გათავხედებული მონა ადგილზე დატოვეს და აგერ, ამ დღეებში მისი მუშაობა უკვე ფაქტობრივად მოზარდის მკვლელობით დასრულდა!
ამ რამდენიმე წლის უკან ვარჯიშიდან მოვდიოდი გვიან საღამოს. ვხედავ, რამდენიმე, გარდაცვლილის კბილა ბიჭუნა ყიჟინით ეჯაჯგურება ქალაქის საგზაო ნიშანს პეტრიაშვილის ქუჩაზე, მეექვსე სკოლის წინ. მოვუბრუნდი, რას აკეთებთ-მეთქი?! თავიდან კინაღამ თავხედურად მიპასუხეს, მაგრამ რომ მიხვდნენ, საპასუხო რეაქცია მძიმე იქნებოდა, გაჩუმდნენ. დამნაშავემ რაღაც წაიბურტყუნა და მეც ცოტა უფრო უხეშად მივმართე და ხელი მოვკიდე. რაღაც ჩაილაპარაკა და ხმაში ტირილი შეერია... მასზე უფრო მეტად მე ამიჩუყდა გული... ძია, არ გრცხვენია, ვუთხარი, ამის გასაკეთებლად ხალხმა იშრომა, ჩვენი ფული დაიხარჯა, ჩვენს სიკეთეს ემსახურება და რა დაგიშავა, რატომ აფუჭებ-მეთქი. თავჩაღუნული იდგა და თითქოს სლუკუნებდა, დანარჩენებიც ჩუმად იყვნენ. ვეცი და გადავეხვიე, მოვეფერე, მე შენი ცუდი კი არ მინდა, ან ძალით კი არ მინდა მოგერიო, მინდა რომ გაიაზრო საკუთარი მდგომარეობა, ყველას გვემართება უაზრო იმპულსები, მათი კონტროლი უნდა შეგეძლოს. რადგან ამას ხვდები, გამოუსწორებელი არაფერი დაგიშავებია, საკუთარ თავს დაუკვირდი - ვუთხარი, გადავკოცნე და გავუღიმე... მანაც ღიმილით და კოცნით მიპასუხა, დავემშვიდობე და დავშორდით...
მოზარდებთან მუშაობას დიდი ენერგია და ცოდნა სჭირდება. ჩვენთან ფაქტობრივად არ იციან არც მშობლებმა და არც მასწავლებლებმა, მათ რა და როგორ ასწავლონ. საკუთარ თავზე დაკვირვება, მისი გაცნობიერება და კონტროლი, აქ ზრდასრული ადამიანების უმრავლესობისთვისაც კი უცხოა და ამიტომ ვცხოვრობთ იქ, სადაც ვცხოვრობთ. გახრწნილ არამზადებს ვაბარებთ მათ ბედს და მომავალს, სისტემას, რომელიც აგრესიული, ბოროტი, კორუმპირებული გარეწრებითაა სავსე, რომელნიც მზად არიან დაჩაგრონ, მიწასთან გაასწორონ ყველა სუსტი და გულუბრყვილო, რომელთაც საკუთარი დაუსჯელობა და უპირატესობა ავადმყოფურ სიამოვნებას ანიჭებთ...
დამნაშავე ქალი, პოლიციელი დაკავებულია. იმედი მაქვს, როგორც ხდება ხოლმე, განტევების ვაცად არ იქცევა და საზოგადოებრივი რეაქციის მიყუჩების შემდეგ არ მოუხსნიან პასუხისმგებლობას... თუმც ამ ბავშვის სიკვდილი პირველ რიგში, გახარიას კისერზეა, რომელმაც სტრასბურგის მოთხოვნის მიუხედავად, ჯალათი ჩვეულებრივად დატოვა ადგილზე.
მე ვიცნობ მწვანე სკოლას, იქ ჩემი არაერთი მეგობრის შვილის სწავლობს. ეს სკოლა ბავშვებისადმი განსაკუთრებული სირბილით და ლიბერალური დამოკიდებულებით გამოირჩევა, რაც მე ცოტა ზედმეტადაც მიმაჩნდა. გამოძიებამ უნდა დაადგინოს ყველა შესაძლო დამნაშავე, მაგრამ, როგორც ერთი სუბიექტური ადამიანი, მე პირადად სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ სკოლის მესვეურები საშინელ სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდნენ და არ მოინდომებდნენ მსგავს ტრაგიკულ დასასრულს, სულ რომ სკოლა გადაეწვა იმ ცხონებულ ყმაწვილს ? მე პირადად ვიცნობ ამ სკოლის დირექტორს, კახა დავითურს, რომელიც პირველივე დღიდან,საკუთარი ყმაწვილკაცობიდან აშენებს და ქმნის ამ სკოლას, რომელსაც არაერთი სასახელო, წესიერი კაცი გაუზრდია. კახა კარგი პატრიოტი და სამაგალითო მოქალაქეა, სწორი აზროვნებისა და სწორი პოზიციების ადამიანია. წარმომიდგენია, რა დღეშია ახლა კახას გული, რომელსაც ისედაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. დარეკვასაც კი ვერ ვბედავ, რათა ემანდ უხეშად არ შევეხო და ცეცხლზე ნავთი არ დავასხა...
სისტემა უნდა დაინგრეს! განა მხოლოდ დაინგრეს, სანამ მის ნანგრევებზე ბალახი არ ამოვა, ჩვენ და ჩვენს მომავალს არაფერი გვეშველება, ნათელი დაადგეს იმ ანგელოზს,"- წერს ცოტნე გამსახურდია.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"