"ივანიშვილის ჩახსნის გარეშე, რაც მხოლოდ ერთობითაა შესაძლებელი, არანაირ არჩევნებს აზრი არა აქვს"
ირინა სარიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"ოპოზიციის ლიდერებო!
ეგებ დაფიქრდეთ, რატომ და რა ნიშნით შეარჩია ივანიშვილმა სწორედ გიგი უგულავა დასაჭერად და არა რომელიმე სხვა – მასზე ბევრად აგრესიული?
იმიტომ ხომ არა რომ გიგი უგულავა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, გამორჩეულად ლოიალური იყო სხვა ოპოზიციური პარტიების მიმართ, ამასთანავე პოლიტიკურად ძალიან აქტიურიც, რითაც სერიოზულად უშლიდა ხელს ივანიშვილისთვის ძალიან სასარგებლო ურთიერთდაპირისპირების პროცესს ოპოზოციურ პარტიებს შორის?
ეგებ დაფიქრდეთ, შეწყვიტოთ ერთმანეთის წინააღმდეგ კომპრომატების ომი, ურთიერთლანძღვა და ყველამ ერთად – პარტიებმაც, ლიდერებმაც და მათმა მხარდამჭერებმაც ჩვენს მთავარ პრობლემას მივხედოთ?!
ივანიშვილის ჩახსნის გარეშე, რაც მხოლოდ ერთობითაა შესაძლებელი, არანაირ არჩევნებს აზრი არა აქვს და ეს თქვენც კარგად იცით! არ გამოვა ხალხი ქუჩაში იმდენი რამდენიც საჭიროა თუ ეს ერთობა არ იქნება! ესეც მშვენივრად იცით!
ჰოდა იფიქრეთ!" - წერს ირინა სარიშვილი.
სიახლეები
- "არ მჯერა გამარჯვების არცერთი სცენარის, თუ არ მოხდა ძალების გაერთიანება, მჯერა, რომ ახლა რუსეთს ვებრძვით" - რას წერს ზურა ჯაფარიძე?
- 17-წლიანი არსებობის შემდეგ რატომ გახდა აუცილებელი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეორგანიზაცია
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა შემცირებულია და 49% შეადგენს" - „ევრობარომეტრი“
- "საქართველო დღეს დემოგრაფიული კრიზისის წინაშეა" - ელეონორა არჩაია