რას მოსთხოვს ვლადიმერ პუტინი ალექსანდრე ლუკაშენკოს დახმარების სანაცვლოდ?
რუსულ გაზეთ „კომერსანტ“-ში («КоммерсантЪ») ორ სექტემბერს გამოქვეყნდა სტატია სათაურით „მოსკოვი და მინსკი ლიდერების შეხვედრისათვის ემზადებიან //რას მოსთხოვს ვლადიმერ პუტინი ალექსანდრე ლუკაშენკოს დახმარების სანაცვლოდ?“ (ავტორი - ანა ნიკიტინა, პოლიტიკური მიმომხილველი).
გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:
„რუსეთი და ბელარუსი ორი ლიდერის შეხვედრის წინ კონტაქტებს ააქტიურებენ: ორ სექტემბერს ერთმანეთს საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ, სამ სექტემბერს რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხეილ მიშუსტინი მინსკში ჩადის, ოთხ სექტემბერს კი მოსკოვს ბელარუსის თავდაცვის მინისტრი ეწვევა. შემდეგ კი ერთმანეთს პრეზიდენტები ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრე ლუკაშენკო შეხვდებიან.
იბადება სრულიად ბუნებრივი კითხვები: რა ამოცანა დგას პრეზიდენტების წინაშე? რას მოსთხოვს რუსეთი ბელარუსს გაწეული დახმარების სანაცვლოდ?
მოსკოვში არსებული აშშ-ის კარნეგის ცენტრის წარმომადგენელი მაქსიმ სამორუკოვი დარწმუნებულია, რომ შეხვედრის მთავარი ამოცანა ბელარუსში მიმდინარე პროცესებისადმი საერთო პოზიციის ჩამოყალიბება იქნება:
„ჩვენ ახლა ვმსჯელობთ და ვმკითხაობთ იმაზე, თუ რას მოსთხოვს ან სთხოვს კრემლი ალექსანდრე ლუკაშენკოს. მას, თავის მხრივ შეუძლია რუსეთს შესთავაზოს როგორც „მოზირის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის“ პრივატიზებაში მონაწილეობა, ასევე სხვა სახელმწიფო აქტივების აქციების შესყიდვაში. თუ მოსკოვი მინსკზე ხისტ ზეწოლას მოახდენს, შემიძლია ვივარაუდო, რომ ალექსანდრე ლუკაშენკო დათანხმდება რუსეთის პოზიციის აღიარებაზე უკრაინისა და საქართველოს მიმართ, რომლებსაც დღემდე არ გამოუხატავთ თავიანთი აზრი ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შესახებ. თუ ვილაპარაკებთ მინსკსა და მოსკოვს შორის ე.წ. ინტეგრაციული პროცესების შესახებ, მხედველობაში უნდა გვქონდეს, რომ ალექსანდრე ლუკაშენკო გამოცდილი და ეშმაკი მოთამაშეა, იგი იტყვის, რომ ინტეგრაცია საკონსტიტუციო რეფერენდუმის მეშვეობით განხორციელდებაო, რასაც, ალბათ, წელიწადნახევარი ან ორი წელი დაჭირდება - იგი დროს გაიყვანს და შემდეგ თავისებურად დაიწყებს მის ინტერპრეტირებას... რაც არაერთხელ მომხდარა“.
წყარო: https://www.kommersant.ru/doc/4476093
/მოამზადა სიმონ კილაძემ/
სიახლეები
- "განსაკუთრებული იყო მისი დამოკიდებულება ქუთაისის თეატრის მოყვარულთა საზოგადოების მიმართ" - გარდაიცვალა ნანა ქაჯაია
- ვრცელდება პაპუნა ლოცულაშვილის განცხადება, რომელზეც გორში სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკური ძალადობა განხორციელდა
- "დავბრუნდი 17 წლის მერე და ისევ ემიგრანტი გავხდი, ამჯერად საკუთარ ქვეყანაში“ – ელზა ჯაბიძე
- "ნაციონალურ მოძრაობას“ ნამდვილად არ აქვს უფლება, ისაუბროს ძალადობაზე, სისტემურ დანაშაულზე, ეს მათმა მომხრეებმაც კი გადასარევად იციან" - მიხეილ სარჯველაძე
- „საქართველო იმსახურებს უკეთესს“ სრულიად უკბილო და არაადეკვატური ლოზუნგია, „შემოდგომაზე შევიკრიბებით უფრო მეტი“ კი ძალიან მავნე გეგმაა"