"ამერიკელები გარკვეული პერიოდის განმავლობაში მზად იყვნენ, გადაეხაზათ ყველაფერი, რაც უკრაინის მხარდაჭერას უკავშირდებოდა, ბაიდენმა ზელენსკიზე თქვა, რომ ის შემაწუხებელია"
მემუარების თანახმად, ბაიდენმა ზელენსკი 2023 წლის ივნისში, ნატო-ს სამიტზე მიიწვია, რომლის დაწყებამდეც უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით მკაფიო ფორმულირება მოითხოვა.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ამ სიტუაციამ ბაიდენი ძალიან გააღიზიანა.
ყოფილმა გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ საბოლოო დეკლარაციაში უკრაინასთან დაკავშირებული პუნქტები წინასწარ იყო შეთანხმებული უკრაინულ მხარესთან.
„სწორედ ამიტომ, სამიტის პირველ დღეს მომხდარი მოვლენა გაგვიკვირდა. ვილნიუსში მიმავალმა ზელენსკიმ ტვიტი გამოაქვეყნა, სადაც მკვეთრად აკრიტიკებდა ნატო-ს. მან „აბსურდული“ უწოდა იმას, რომ ალიანსმა არ წარმოადგინა გრაფიკი არც უკრაინის ნატო-ში მოწვევისა და არც მისი წევრობისთვის“, – აღნიშნულია მემუარებში.
სტოლტენბერგი წერს, რომ ამერიკელები გაღიზიანებული იყვნენ და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მზად იყვნენ, გადაეხაზათ ყველაფერი, რაც უკრაინის მხარდაჭერას უკავშირდებოდა.
„ბაიდენი, რომელიც ჩემს გვერდით იჯდა, დაიხარა და თქვა: „როგორც ამერიკაში ამბობენ, ის შემაწუხებელია”, – წერს სტოლტენბერგი.
მოგვიანებით ზელენსკიმ ნატო უმოქმედობაში დაადანაშაულა და სამხედრო დახმარების გაზრდა მოითხოვა.
სტოლტენბერგის თქმით, სწორედ მან უბიძგა ზელენსკის რუსეთთან მოლაპარაკებისკენ და ფრონტის ხაზზე ომის დასრულებაზე დათანხმებისკენ.
„როდესაც პირველად მივანიშნე უკრაინაში ომის „ფინური გადაწყვეტის“ შესახებ, ზელენსკიმ კატეგორიულად უარყო ნებისმიერი ტერიტორიის დათმობის იდეა. თუმცა, დროთა განმავლობაში, ის ამ იდეას ნაკლებად უარყოფდა და პირობა წამოაყენა – ნატო-ში წევრობის სანაცვლოდ“, – წერს იენს სტოლტენბერგი.
სიახლეები
- რას ნიშნავს ოპოზიციის სამოქმედო გეგმაში “თავგანწირვა და რისკზე წასვლა” და სწორი იყო თუ არა ბოიკოტი
- "რუსეთმა განზრახ დაუმიზნა ბირთვულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს"- ვოლოდიმირ ზელენსკი
- "ჩვენ საქართველოსთან უფრო და უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ, ისე მჭიდროდ, რამდენად ეს შესაძლებელია“- ნიკოლ ფაშინიანი
- ქალები ქმნიან ბიზნესს: 10 ივნისს თბილისი მასშტაბურ ბიზნეს სამიტს უმასპინძლებს
- "განსაკუთრებული იყო მისი დამოკიდებულება ქუთაისის თეატრის მოყვარულთა საზოგადოების მიმართ" - გარდაიცვალა ნანა ქაჯაია
