"4 ოქტომბრის ერთ-ერთი მთავარი არასწორი გათვლა იყო რეჟიმის სწრაფი ჩამოშლის შესაძლებლობის გადაჭარბებით შეფასება" - მიხეილ სააკაშვილი
რეჟიმის სრული დელეგიტიმაცია არის გამარჯვების ერთადერთი გზა- რეჟიმის 100%-იანი დელეგიტიმაციის ორი გზა არსებობს: პროტესტების შემდგომი გამძაფრება და საერთაშორისო არენაზე რეჟიმის მხილება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგოც სააკაშვილი აღნიშნავს, არსებობს „რეჟიმის შიდა რყევები“, მაგრამ იმისათვის, რომ ამან „დიქტატურაში მინიმუმ შიდა ნგრევა გამოიწვიოს“, საჭიროა 400-500 ათასი ადამიანის შეკრება.
“რეჟიმის სრული დელეგიტიმაცია არის გამარჯვების ერთადერთი გზა.
4 ოქტომბრის ერთ-ერთი მთავარი არასწორი გათვლა იყო რეჟიმის სწრაფი ჩამოშლის შესაძლებლობის გადაჭარბებით შეფასება, ამაში საკუთარი თავის დარწმუნება და როგორც ჩანს „ქოცების“ მიერ შემოგდებული თემების, მათ შორის ათონელის სასახლის უკრიტიკო მიღება.
რა თქმა უნდა, სინამდვილეში არსებობს რეჟიმის შიდა რყევები, მაგრამ იმისათვის, რომ ამან დიქტატურაში მინიმუმ შიდა ნგრევა გამოიწვიოს, საჭიროა 400-500 ათასი ადამიანის შეკრება.
რეჟიმის სრული შიდა და გარე დელეგიტიმაცია, ან ორივე ერთად რეჟიმის დელეგიტიმაცია სადღაც 80%-ით უკვე მომხდარია, სწორედ ამიტომ "ადგილობრივ არჩევნებში" მონაწილეობა იყო სრულიად უპატიებელი ცოდვა, იმიტომ, რომ მისი ამოცანა იყო რაღაცის ნაცვლად (თვითონ ხვდებით ალბათ რისიც) რეჟიმისთვის ლეგიტიმაციის ამაღლება.
რეჟიმის 100%-იანი დელეგიტიმაციის ორი გზა არსებობს. პროტესტების შემდგომი გამძაფრება და საერთაშორისო არენაზე რეჟიმის მხილება.
ეს უნდა გავაკეთოთ ყველამ, ვინც რეჟიმთან არანაირად არ თანამშრომლობს. ამის ადამიანური და ინტელექტუალური რესურსი ნამდვილად გაგვაჩნია”,-წერს სააკაშვილი.
სიახლეები
- "ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება განაპირობა უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებამ" - გარემოს ეროვნული სააგენტო
- "ღმერთში გამდიდრება“ ნიშნავს, ჩვენში გაიხსნას ყოველივე საუკეთესო, რაც უფალმა მოგვცა"- მეუფე შიო
- "უკრაინულმა ჯარებმა ცოტა ხნის წინ ნოვოპავლოვკის მიმართულებით, კერძოდ, დნეპროპეტროვსკის ოლქის სოფელ ფილიის ჩრდილოეთით ტერიტორიები დაიკავეს" - ომის შემსწავლელი ინსტიტუტი
- "ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს, უკრაინის დაზვერვის მასალებით, საქართველოში არსებობს რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეციალური უსაფრთხო კომუნიკაციის ტერმინალების ქსელები"
- ცნობილია, წითელი ცეცხლოვანი ცხენის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები – ასტროლოგები ასახელებენ
